კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცხოური მედია კახეთში უშუქოდ დარჩენილი სოფლებით დაინტერესდა

10 დეკემბერი, 2010
უცხოური საინფორმაციო საშუალებები კახეთში უშუქოდ დარჩენილი სოფლებით დაინტერესდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, გადამღები ჯგუფები კახეთში ჩასვლას და სიუჟეტების მომზადებას იანვარში გეგმავენ.

მისივე თქმით, უშუქოდ დარჩენილი სოფლების შესახებ უცხოური საინფორმაციო საშუალებებისთვის ცნობილი კახეთის საინფორმაციო ცენტრის მასალებიდან გახდა. უცხოელი ჟურნალისტების ინტერესი პრობლემის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების და „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ დამოკიდებულებამ გამოიწვია, სადაც ისინი ამბობენ, რომ ასეთ სოფლებში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და თანხის დახარჯვა არ ღირს.

შეგახსენებთ, რომ კახეთში 20 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ახმეტის რაიონის სოფელი ჭართალა და 16 წელია ელექტროენერგია არ მიეწოდება გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი სოფლებში არსებულ პრობლემებზე რეპორტაჟებს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ამზადებს.

იხილეთ ვიდეორეპორტაჟი ჭართალადან: http://ick.ge/ka/videogallery/1632-2010-06-08-13-43-44.html

ფოტორეპორტაჟი ჭერემიდან: http://ick.ge/ka/photogalleries/508---16----.html

კახეთის საინფორმაციო ცენტრი                                   

ახალი ამბები