კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბესარიონ აპლია: „დიალოგი უნდა დაიწყოს და ქართული ეკლესიის წარმომადგენლები აფხაზეთში ჩამოვიდნენ“

10 დეკემბერი, 2010

ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგი უნდა დაიწყოს და ქართული ეკლესიის წარმომადგენლები აფხაზეთში ჩავიდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოხუმის დე ფაქტო ეპარქიის ე.წ. წინამძღოლმა, ბესარიონ აპლიამ განუცხადა.

აპლიას მიაჩნია, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთთან მისასვლილ გზის პოვნა შეუძლიათ: „ნუთუ, ორ ძმას არ შეუძლია იპოვოს გზა, როგორ ილაპარაკონ ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, ამ გზის და სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეიძლება – ეს სიყვარული, კაცთმოყვარეობა და სიკეთეა. საჭიროა ამ გზის მუდმივად ძებნა და არა - მუდმივად ერთმანეთისთვის რაღაცის დაბრალება. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. არავინ ლაპარაკობს სიყვარულზე და იმაზე, მომავალში როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს საკითხი არავის დაუყენებია და მე ვაყენებ ამ საკითხს – როგორ უნდა ვიყოთ მომავალში. ასე უნდა გავაგრძელოთ ერთმანეთის დამცირება და ბრალდებები? ასე როგორ უნდა გადავრჩეთ?“

აპლიას ასევე მიაჩნია, რომ ორივე მხარე უნდა დაფიქრდეს ძმათამკვლელ ომზე: „უნდა დავფიქრდეთ, ვინ წამოიწყო ეს ძმათამკვლელი ომი და ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი. აფხაზეთი და საქართველო ორი ძმაა, რომლებიც ერთმანეთს იცავდნენ. აფხაზეთისა და საქართველოს სამეფოები – ორი სახელმწიფო ყოველთვის ერთად იყო და მტერს ერთად ებრძოდა, იქნებოდნენ ისინი არაბები თუ თურქები. დღეს კი, ჩვენ ერთმანეთის მტრებივით ვართ და მიმაჩნია, რომ ასე არ შეიძლება. ეს არასწორია. ყველაფერი სიმართლის და ჭეშმარიტების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, საქართველოში არის ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც იცის სიმართლე“.

მისივე აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია თითოეული ადამიანის, ქართველის თუ აფხაზის გადარჩენის გზაა.

„ასეთ საკითხებს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ. მიმაჩნია, რომ უწმინდესმა ყველაფერი კარგად იცის და ესმის. დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ არ შეიძლება აფხაზეთს და აფხაზ ხალხს ასე მიუდგნენ. ურთიერთობები როგორღაც უნდა შეიცვალოს. როგორ უნდა მოხდეს ეს, არ ვიცი, ეს ალბათ უწმინდესმა უკეთესად იცის“, - აცხადებს ბესარიონ აპლია.

კითხვაზე, სურვილის შემთხვევაში, მიიღებენ თუ არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს აფხაზეთში, აპლია აპსუხობს, „ეს უკვე სხვა საუბარია“.

„უნდა ჩამოვიდნენ, უნდა ვილოცოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი. აქ ჩამოსვლის საკითხი უნდა განვიხილოთ, მოვილაპარაკოთ. ერთმანეთი ჩიხში არ უნდა შევიყვანოთ. ჩვენ საკუთარი ქმედებებით ერთმენთი მუდმივად ჩიხში შეგვყავს, საიდანაც გამოსავალი არ არის. უნდა ვეძებოთ გამოსავალი, რომელიც სასარგებლო იქნება და გადაგვარჩენს. ასე კი ბარბაროსებივით ვიქცევით. ეს არ არის ნორმალური“, - აცხადებს აპლია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები