კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტერაქტების ორგანიზატორობაში ბრალდებული გოგიტა არქანია 2008 წლის ოქტომბრამდე ქართულ არმიაში მსახურობდა

10 დეკემბერი, 2010

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მორიგი ინტერვიუ „ეხო მასკვის“ მისცა. ჟურნალისტ მატვეი განაპოლსკის მინისტრმა საქართველოში ტერორისტული აქტების ორგანიზატორების დაკავების შესახებ უამბო. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მათ არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელეს, მათ შორის დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდის რაიონში.

მინისტრის განცხადებით, დაკავებული დაჯგუფება საქართველოში დაახლოებით 1 წლისა და 5 თვის განმავლობაში მუშაობდა.

„გოგიტა არქანია, სავარაუდოდ, მათი ხელმძღვანელია, რომელიც მითითებებს, თავის მხრივ, რუსი ოფიცრისგან იღებდა. ვფიქრობ, რომ ის, როგორც აგენტი, ჯერ კიდევ 1998 წელს ჩამოყალიბდა და ქართულ შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის ოქტომბრამდე მსახურობდა. მას შემდეგ, რაც ის ნარკოტიკების მოხმარებისთვის თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან დაითხოვეს, უფროსობამ მისი ინფორმატორად გამოყენება დაიწყო, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა. იგი იმყოფებოდა ერაყშიც ქართული შეიარაღებული ძალების მისიაში და მას შემდეგ, რაც უკვე არქანიამ ქართული შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის მოპოვების ყოველგვარი შანსი დაკარგა, მისი ტერორისტად გამოყენება დაიწყეს“, - ამბობს მინისტრი.

ჟურნალისტის კითხვას, რა მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ტერორისტული აქტები რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით ხორციელდებოდა, მერაბიშვილი პასუხობს, რომ პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ სურს: „მე ახლა ვსაუბრობ არა როგორც მინისტრი, არამედ როგორც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ნომერზე ყოველი აფეთქების შემდეგ ფიქსირდებოდა. დამიჯერეთ, მათ მიერ გამოყენებული ბომბები საუკეთესოდ ეკიპირებულია მათ შორის, როგორიც ცხოვრებაში მინახავს, ასე, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე სრულდებოდა“.

საქართველოს შსს-მ 4 დეკემბერს დააკავა საქართველოში სექტემბერ-ნოემბერში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებული ექვსკაციანი ჯგუფი, რომელიც დავალებებს გალში, რუსი მაიორის, ევგენი (ჟენია) ბორისოვისგან იღებდა. შსს-ს ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას თავს აფარებს. დაკავებულები გალელები არიან. ერთ-ერთი მათგანი გოგიტა არქანიაა. ერთ-ერთ აფეთქებას, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩაზე, „ლეიბორისტების“ ოფისთან მოხდა, ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები