კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თუშეთში მიწების ჩამორთმევის პროცესი დაიწყო

10 დეკემბერი, 2010

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა თუშეთში მოქალაქეებისთვის გაუფორმებელი მიწების ჩამორთმევის პროცესი დაიწყო. სოფელ ომალოში მოქალაქე ვაჟა შაბალაიძეს უკვე შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ ვაჟა შაბალაიძე სოფელ ომალოში სასტუმროს ფლობს, რომლის ხელში ჩაგდებითაც ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი ყოფილა დაინტერესებული.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ცისკარიშვილთან დაკავშირებას არაერთხელ შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გივი ხითარიშვილის განცხადებით, მიწების ჩამორთმევის პროცესი მხოლოდ იმ პირებს ეხება, ვისაც მიწა უკანონოდ აქვს მიტაცებული.

„მიწას ყველაზე ხშირად თუშეთში იტაცებენ“, - ამბობს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე.

ომალოს მცხოვრები ვაჟა შაბალაიძის თქმით, გამგეობის თანამშრომლებმა მას სამართალდარღვევის ოქმი უკანონოდ შეუდგინეს. „მეტს ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა შაბალაიძემ.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თუშეთის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, მოსახლეობის უმრავლესობას არც მიწის ნაკვეთები და არც სახლები საჯარო რეესტრში საკუთრებად დარეგისტრირებული არ აქვს. ადგილობრივებმა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი თქმით, კომისიის წევრებმა განუცხადეს, რომ თუშეთთან დაკავშირებულ საკითხებს არ იხილავენ.

თუშეთში, მოსახლეობისთვის მიწების ჩამორთმევის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, კომენტარისთვის კახეთის გუბერნატორის მოადგილეს პეტრე კიკნაძესაც მივმართეთ, თუმცა მოუცლელობის მიზეზით, მან კომენტარი არ გააკეთა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები