კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მალე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ისევ გაიზრდება

13 დეკემბერი, 2010
„მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრობის საფასური ძალიან სწრაფად გაიზრდება – აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, თინა ხიდაშელი. როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, საფასურის გაზრდა დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით მეორე და ყოველ მომდევნო მგზავრობაზე გავრცელდება.

„მერიას მარტივად შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს. საკრებულომ მოიხსნა გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილება და მერია რასაც უნდა იმას აკეთებს. მე არ ველოდები მგზავრობის პირველადი გადასახადის - 50 თეთრის მაღლა აწევას, მაგრამ მოსალოდნელია მომდევნო ჯერის მგზავრობის ტარიფების აწევა. ველოდები, რომ სქემა 50, 30, 20 სულ მალე 50, 40, 30-ით შეიცვლება. ეს არ მოხდება 1 იანვრისთვის, მაგრამ მოხდება ძალიან მალე“, – აღნიშნავს ხიდაშელი.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საკრებულოსა და და მერიას დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში აღნიშნეს, მომავალ კვირამდე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან დაკავშირება ვერ მოხერხდება.

თბილისის მერიისა პრესსამსახურში კი გვითხრეს: „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის მეორე და მესამე სატარიფო გეგმის შეცვლაზე საუბარი არ ყოფილა, შესაბამისად მეორე და ყოველი მომდევნო მგზავრობის საფასურის იგივე დარჩება“.

შეგახსენებთ, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 6 დეკემბერს  40-დან 50 თეთრამდე გაიზარდა. ამ ეტაპზე უცვლელია მეორე და ყოველი მომდევნო  მგზავრობის საფასური და იგი, შესაბამისად, 30 და 20 თეთრს შეადგენს.

სოფო გეწაძე

ახალი ამბები