კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროში მეეზოვეები გაფიცვას აპირებენ

14 დეკემბერი, 2010
დედოფლისწყაროს რაიონში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაფიცვას აპირებენ. მეეზოვეები ხელფასების მოსალოდნელ შემცირებას აპროტესტებენ. მათი თქმით, სამსახურში ისეთი ადამიანები არიან გაფორმებულები, რომლებიც არაფერს აკეთებენ, თუმცა თვის ბოლოს ხელფასებს იღებენ. რამდენიმე მეეზოვემ დაკისრებული სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვა და პროტესტის ნიშნად ცოცხები გადაყარა.

„ჩვენს სამსახურში 75 ადამიანია გაფორმებული და მხოლოდ ათნი ვმუშაობთ. შაბათ - კვირასაც გვამუშავებენ. მთელს რაიონს ათი ადამიანი ვალაგებთ და 75 კაცი კიდევ ხელფასს იღებს“, - აღნიშნეს შპს „სერვისი 2007“-ის თანამშრომლებმა.

შპს „სერვისი 2007“-ის დირექტორის ზურაბ ყოჩიაშვილის განმარტებით, ხელფასების განახევრება ზამთრის სეზონს უკავშირდება. „ყოველ წელს ასე ხდება და რაღა ახლა გამოხატეს პროტესტი? არაფერი შტატები არ არის გაბერილი“, - აღნიშნა ყოჩიაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები