კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილის მსგავსად ძალის გამოუყენებლობის პირობა ბაღაფშმაც დადო

15 დეკემბერი, 2010

სოხუმის რეჟიმი გაერო-ს ძალის გამოუყენებლობის შესახებ თბილისთან შეთანხმების გაფორმებაში ჩართვას სთხოვს.

როგორც აფხაზური მედია იუწყება, ამის შესახებ სოხუმის რეჟიმის ლიდერის სერგეი ბაღაფშის წერილშია ნათქვამი, რომელიც გაერო-ს გენერალურ მდივან ბენ კი მუნს გაუგზავნა.

ბაღაფში აცხადებს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ზეპირი განცხადებების არ სჯერა.

„მოვუწოდებ გაერო-ს, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის ძალის გამოუყენებლობას, აგრესიაზე უარის ორმხრივი ვალდებულების გამყარებას, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ახალი სისტემის შექმნას, რომელიც მიმართული იქნება აფხაზეთსა და საქართველოს შორის გრძელვადიანი და სტაბილური მეზობლობისკენ“, - ნათქვამია სერგეი ბაღაფშის მიმართვაში.

ამავე წერილში ბაღაფში საქართველოს გაერო-ს ეგიდით გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმებების დარღვევასა და აფხაზეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაში ადანაშაულებს. ამასთან, სოხუმის რეჟიმის ლიდერი პირობას დებს, რომ „ძალას არ გამოიყენებს და მხოლოდ თავდაცვის უფლებას იტოვებს“.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 23 ნოემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან რუსეთს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ თავდაცვის უფლებას იტოვებს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალის გამოყენებით არ შეეცდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები