კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტთან დევნილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17 დეკემბერი, 2010
პარლამენტთან დევნილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიები. მათ შორის აქციაზე იმყოფებიან "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი, ასევე "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური, "კონსერვატიული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, "ხალხის პარტიიდან" ალეკო შალამბერიძე და სახალხო კრების წარმომადგენლები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, ხელისუფლებამ ხელსაყრელი დრო შეარჩია დევნილების გამოსახლებისთვის, რადგან უცხოელი დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საშობაო არდადეგებთან დაკავშირებით ქვეყანას ტოვებენ.

მისი თქმით, აგვისტოშიც დევნილების გამოსახლება სწორედ უცხოელების საქართველოში არყოფნით იყო განპირობებული. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დევნილების გამოსახლება უკანონოდ, ყოველგვარი იურიდიული პროცედურების დარღვევით ხდება, ვინაიდან გაფრთხილებები, რომელიც მათ ჩაბარდათ, ხელმოუწერელია და არც ბეჭედი აქვს დატრყმული.

მისი ცნობით, ამ გაფრთხილებას დევნილები ვერ გაასაჩივრებენ და ისიც უცნობია, თუ რომელი უწყებიდან არის გამოგზავნეს და ვის შეიძლება კონკრეტული პასუხი მოეთხოვოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები