16:43, Saturday, 22.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სამინისტროს ბიუჯეტის მეოთხედი = მინისტრის 2 წლის ხარჯებს

17.12.2010
თემურ იაკობაშვილმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ორი წლის განმავლობაში თითქმის იმდენივე თანხა დახარჯა, რაც ამ სამინისტროს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჰქონდა გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

329 ათას 516 ლარი – ეს დაჯამებული თანხაა იაკობაშვილის სახელფასო, პრემიალური, სამივლინებო, სატელეფონო, ავტომობილის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯებისა. სამინისტროს 2010 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი კი 374 300 ლარია.

მისი მინისტრად მუშაობის ბოლო 21– თვიან პერიოდში საშუალოდ მასზე დახარჯული თანხა თვიურად 15 691 ლარი იყო.

16 დეკემბერს ამოქმედებული პორტალი opendata.ge სამინისტროების თანამშრომლების სახელფასო, პრემიალურ თუ სხვა სახის ხარჯებზე საჯარო ინფორმაციას აქვეყნებს. ეს ინფორმაცია პორტალს თავად სამინისტროებმა მიაწოდეს.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყველაზე გამჭვირვალე სამინისტროდ დაასახელა ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა, რომელმაც საიტი შექმნა; გამჭვირვალე იმ კრიტერიუმით, რომ მათ მიერ გაგზავნილ 14–ვე კითხვას დროულად და სრულად გაეცა პასუხი.

ირკვევა, რომ 70 500 ლარი ხელფასისა და პრემიის სახით მინისტრმა 2010 წელს მიიღო, ხოლო 2009 წელს მის მიერ მიღებული ხელფასი 42 480 ლარს შეადგენდა, წლის მანძილზე დარიცხული საპრემიო შემოსავალი კი –46 020 ლარს.

თვის მანძლზე მისი ხელფასი 3 540 ლარია იყო, ამავე რაოდენობის პრემიას იგი ყოველთვიურად იღებდა. იაკობაშვილის სამივლინებო ხარჯები 2010 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 78 729 ლარია. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას 2010 წელს 41 355 ლარი აქვს დახარჯული მობილურ სატელეფონო საუბრებში. 31 ათასი ლარი დაიხარჯა იაკობაშვილის სატელეფონო საუბრებზე 2009 წელს.

ავტომობილის ტექმომსახურების ხარჯები იაკობაშვილის ავტომობილზე – მიცუბიში პაჯერო 10 332 ლარია, 2009 წელს კი – 9100 ლარი.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2010 წლის ბიუჯეტი 1 379 400 ლარი იყო. პლიუს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხები.

საერთო ჯამში, სარეზერვო ფონდიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ორი წლის მანძილზე 348 ათასი ლარია.

თემურ იაკობაშვილი საქართველოს ელჩია აშშ–ში. 2008 წლის იანვრიდან 2010 წლის ნოემბრამდე იგი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო რეინტეგრაციის საკითხებში. 2008 წლამდე – აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი, საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში.

თამარ ჩხეიძე, netgazeti.ge
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC