კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ასავალ-დასავალის“ ინფორმატორი ბადრი ბიწაძე აღმოჩნდა

20 დეკემბერი, 2010
გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ ერთი კვირის წინ გავრცელებული სკანდალური მასალების ინფორმატორი დაასახელა. სტატიაში სახელწოდებით - „ასავალ-დასავალის“ ინფორმატორი კულისებიდან გამოდის“ ინფორმაციის წყაროდ ნინო ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძეა დასახელებული.

„სააკაშვილმა მითხრა, ახლა ჩემთან მოდის „გრეჩიხა“. შენ ახლა შედი ოთახში, დაჯექი და, რასაც „გრეჩიხა“ დამელაპარაკება. ყველაფერს მოისმენ. ეს ხდება შავნაბადაზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ“,- ამბობს ბიწაძე გაზეთთან ინტერვიუში.

ისევ ბიწაძის ციტატა: „გრეჩიხა უმტკიცებს სააკაშვილის, რომ შეუძლია გადმოაყუდოს. სააკაშვილი ეუბნება: „რა გინდა, რა გაგიკეთო?“ „გრეჩიხა“ ამ დროს ხმას არ იღებს და როგორც მერე ვნახე, ფურცელზე უწერდა თავის პირობებს. „გრეჩიხა“ რომ წავიდა, მან ფურცელი გამომიწოდა და აჰა, წაიკითხე, რა მომთხოვაო“, - ამბობს ბიწაძე.

ბადრი ბიწაძე იხსენებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს: „სააკაშვილის ინაუგურაცია რომ მიდის, „გრეჩიხა“ არის იპოდრომზე. ამდენი ხალხია შეკრებილი და „გრეჩიხა“ ურეკავს სააკაშვილს, რომ დროზე მორჩეს ინაუგურაციას, თორემ ხალხს ვერ აჩერებს. ბოლოს „გრეჩიხა“ ურეკავს ბურჯანაძეს, ბოლო-ბოლო რა ხდება, ძალიან გაიწელა ინაუგურაციაო, მე ჩემს პირობას ვასრულებ, მაგრამ ეს ხალხი რომ დაიძრას, მე რა ვქნაო. ნინომ უთხრა „გრეჩიხას“, შენ ჩემთან არანაირი პირობა არ დაგიდია და ვსითანაც დადე, იმასთან შეასრულეო“.

გაზეთ „ასავალ–დასავალში“ 13 დეკემბერს გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ჩამოუწერა მოთხოვნები. კერძოდ - „დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად“, „მინდა ხუთი მილიონი“, „ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10–12 მილიონი“. გარდა ამისა, ლევან გაჩეჩილაძეს მიხეილ სააკაშვილისთვის მოუთხოვია თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში და ის ტყუილად ჰგონიათ ფრთიანი ანგელოზი...

სააკაშვილმა, როგორც „ასავალ–დასავალშია“ მითითებული, გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა. გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი პრეზიდენტის მიერ მის „გადაგდებას“ ასახელებს. გაზეთის ცნობით, ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები