კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესა.გე ჟურნალისტებმა დატოვეს

20 დეკემბერი, 2010

სალომე აჩბა 

ინტერნეტ გამოცემა პრესა.გე  ჟურნალისტებმა დატოვეს და მიზეზად ახალი ხელმძღვანელის, „რეალ-ტივის“ ყოფილი ჟურნალისტის, გიორგი კაპანაძის მოსვლა დაასახელეს.  ამის შესახებ მათ ჟურნალისტებს 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აცნობეს.

პრესა.გეს ყოფილი თანამშრომლები თავიანთი დომენის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც ამჟამად „კავკასუს ინტერნეტ მედია ჯგუფის“ მფლობელობაშია. „კავკასუსი“ დომენის დაბრუნებაზე უარს აცხადებს. ნინო ჯაფარიძე, ლევან სეფისკვერაძე, ნანა დევდარიანი, გია იაკობაშვილი, როზი ჯღამია, გოჩა ჯელია, რუსუდან მუმლაძე - ეს პრესა.გე-ს ყოფილი ჟურნალისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქმიანობას ახალ ინტერნეტ მისამართზე www.presage.tv-ზე გააგრძელებენ.

მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე პრესა.გეს ყოფილი მთვარი რედაქტორი გია იაკობაშვილი ესაუბრა: „პრესა.გე 2007 წელს შეიქმნა და ერთი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად მუშაობდა. 2008 წელს კი „კავკასუსის“ მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა მამია სანადირაძემ „კავკასუსის ინტერნეტ მედია ჯგუფში“ გაერთიანება შემოგვთავაზა. შევთანხმდით, რომ „კავკასუსს“ დავუთმობდით მთლიან სარეკლამო-საბანერო სივრცეს და ამ გზით შემოსული თანხები მთლიანად კავკასუსის შემადგენლობაში შევიდოდა, ჰონორარებსა და ხელფასებს პრესა.გე-ს თანამშრომლებისთვის კი „კავკასუსი“ გადაიხდიდა. ჩვენთვის იმ დროს ეს საკმაოდ სარფიანი შემოთავაზება იყო და სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, დავთანხმდით პრესა.გეს „კავკასუსის ინტერნეტ მედია ჯგუფში“ გაერთიანებას. 2010 წელს „კავკასუსის“ ხელმძღვანელობა შეიცვალა და ყველამ კარგად იცის, რომ მისი დღევანდელი მფლობელები ხელისუფელებასთან დაახლოებულ პირებად ითვლებიან . ცვლილება „ინტერნეტ მედია ჯგუფსაც შეეხო“ და „კავკასუსის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა გია ადეიშვილმა „მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელად „რეალ ტივის“ ყოფილი ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დანიშნა. მისი თანამდებობის დანიშვნისთვანავე მე ის დავიბარე და გავაფრთხილე, რომ ვერ შეძლებდა პრესა.გე-ზე გავლენისა თუ ცენზურის გავრცელებას. ის დამპირდა, რომ არ ჩაერეოდა ჩვენს საქმიანობაში და უნდა ითქვას - აქამდე არც ჩარეულა“.
 
პრესა.გეს ყოფილი თანამშრომლები ითხოვენ იმ დომენის დაბრუნებას, რომელიც 2007 წელს სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე „კავკასუსს“ გადასცეს. კომპანია კი დომენის უკან დაბრუნებას არ აპირებს.  ინტერნეტ-გამოცემის მთავარი რედაქტორის ყოფილი მოადგილე, ჟურნალისტი როზი ჯღამია აცხადებს, რომ გიორგი კაპანაძე მათ გარკვეულ თანხას სთავაზობდა პრესა.გეს სანაცვლოდ, რაზეც უარი მიიღეს, რადგან გამოცემის დამფუძნებლები პრესა.გეს გაყიდვას არ აპირებდნენ.

„ასე ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, მაგრამ ძალიან ძნელია იმ ჟურნალისტების დამონება, რომლებიც დიდი ხანია, ჟურნასლისტიკაში ვართ და უამრავი ხელისუფლების პირობებში შევინარჩუნეთ შინაგანი თავისუფლება, მიუკერძოებლობა, ობექტურობა“, - განაცხადა ჟურნალისტმა რუსუდან მუმლაძემ

„ჩემთვის უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტეს თანამშრომლებმა სამსახურის დატოვება.
ეს მათი გადაწყვეტილება იყო და ყველა მათგანს წარმატებებს ვუსურვებ. ჩემი მოსვლის შემდეგ, არც ერთ თანამშრომელს ჩემი ინიციატივით სამსახური არ დაუტოვებია და არც მომავალში ვაპირებ ამის გაკეთებას. ზუსტად არ ვიცი რამდენი ჟურნალისტი წავიდა, მაგრამ ბევრი არა, მხოლოდ რამდენიმე“, - განუცხადა „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, გიორგი  კაპანაძემ „ინტერპრესნიუსს“.

პრესა.გეს ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ სამართლიანობის აღსადგენად და დომენის დასაბრუნებლად.  ისინი აპირებენ, მიმართონ მიმართავენ საერთაშორისო ირგანიზაციებსა და საელჩოებს საქმის ვითარების გასაცნობად. პარალელურად კი განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში, ახალ ინტერნეტ მისამართზე  - www.presage.tv

ახალი ამბები