კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცველებმა რამდენიმე სასტუმროს 13 ხელმძღვანელი დააკავეს

21 დეკემბერი, 2010

სამართალდამცველებმა თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და წნორში მოქმედი რამდენიმე სასტუმროს 13 ხელმძღვანელი პირი დააკავეს. დაკავებულთა უმრავლესობა ქალია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს თბილისში მდებარე სასტუმროების „კოლხისა“ და „ლუქსის“,  ბათუმის სასტუმროების „ლაბაკურისა“ და „ანას“, წნორის სასტუმრო „სიბიტოს“ და ქუთაისის სასტუმროების - „ლიასა“ და „აიას“ ხელმძღვანელები: გიორგი ლომთათიძე, ლიანა ანდრიადი, ლელა ლაბაძე, შალვა ლობჟანიძე, ბიჭიკო აბულაძე, ვახტანგ ქარცივაძე, გიზო გახარია, ვალენტინა ხაიალოვა, ქეთევან ჯანყარაშვილი, ციცინო კბილაძე, თეა გოგორელიანი, სოფო ცაავა და გია კოტია.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები რეგულარულად შედიოდნენ გარიგებაში მოქალაქეებთან და წინასწარი შეთანხმებით გარკვეული თანხების სანაცვლოდ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება- რეალიზაციას ეწეოდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება სსსკ-ის 210-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები