კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან გაჩეჩილაძე: „სიმართლეს სიცოცხლეში თუ ვერ დავამტკიცებ, ამ საქმის გარკვევას ანდერძად დავიბარებ“

21 დეკემბერი, 2010

ალექსი ბეჟანიშვილი

„ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ახალ მასალას გამოეხმაურა. გაჩეჩილაძემ ნინო ბურჯანაძის ოჯახი მის წინააღმდეგ ბინძურ და ავადმყოფურ კამპანიაში დაადანაშაულა.

„მე არასოდეს ოპოზიციის მისამართით აუგი არ მითქვამს, მაგრამ ყველამ კარგად დაინახეთ, როგორი ბინძური და ავადმყოფური კამპანია მიმდინარეობს ჩემსა და ჩემი პარტიის წინააღმდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, რომელსაც ბურჯანაძის ოჯახი ხელისუფლების ინტერესებისთვის აკეთებს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ პარტიის ოფისში 20 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, როცა საპროტესტო აქციებზე „ნინოს უსტვენდნენ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის ხალხს მიეღო.

მისივე თქმით, მიუხედავად მცდელობისა, რომ ბურჯანაძის ოჯახი ოპოზიციის რიგებში ჩაეყენებინა, სამწუხაროდ, ისინი ისეთებად დარჩნენ, როგორიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყვნენ.

ლევან გაჩეჩილაძე მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტების გამოქვეყნებას ითხოვს. როგორც მან „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია პოლიტიკურ დაპირისპირებას სცილდება და „საქმე გვაქვს ზღვარს გადასულ უსინდისობასთან“. მან ბადრი ბიწაძისგან იმ დოკუმენტების გამოქვეყნება მოითხოვა, რაზეც ის გაზეთ „ასავალ-დასავალში“ საუბრობდა.

„ბოლომდე მივყვები, ვიბრძოლებ და ამ საქმეს გამარჯვებამდე მივიყვან. ამ საქმეს სამარეში ჩავყვები. თუ ჩემს სიცოცხლეში ვერ მივაღწევ სიმართლის დამტკიცებას, ამ საქმის გარკვევას ანდერძად დავიბარებ. ყველგან, მსოფლიოს ყველა წერტილში მივალ სიმართლის დასამტკიცებლად. არ დავასვენებ, სანამ მტკიცებულებები არ დაიდება. მასეთი პატარა კაცი არ მინახავს, მასთან მაგიდასთან არ დავჯდები, სანამ მტკიცებულებებს არ მოიტანენ და არ დადასტრურდება მისი ავთენტურობა. უნამუსობის წინააღმდეგ ბრძოლას გამარჯვებამდე მივიყვან. ყველაფრის ფასად წარმატების მიღწევა დაუშვებელია“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

დოკუმენტების გამოქვეყნებამდე გაჩეჩილაძე ამ საკითხზე კომენტარების გაკეთებას აღარ აპირებს. იგი დარწმუნებულია, რომ მსგავსი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს.

გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ ორშაბათს გამოაქვეყნა მასალა, სადაც ბადრი ბიწაძე ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისა და მოლაპარაკების საიდუმლო დეტალებზე ყვება. წინა ნომერში კიგამოქვეყნდა ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას სტატია, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ ხელთა აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ჩამოუწერა მოთხოვნები. კერძოდ - „დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად“, „მინდა ხუთი მილიონი“, „ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10–12 მილიონი“.

როგორც ახლა ირკვევა, გაზეთ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტს, ჯაბა ხუბუას ლევან გაჩეჩილაძის მაკომპრომეტირებელი დოკუმენტაცია ხელთ არა აქვს. ამის შესახებ „რადიო პალიტრასთან“ საუბრისას თვითონ ხუბუამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დოკუმენტაცია მის ინფორმატორებს აქვთ და ისინი თავად გადაწყვეტენ, როდის მოხდება მათი გამოქვეყნება. რაც შეეხება ამ კომპრომატების წყაროს - ბადრი ბიწაძეს და გაზეთის ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ ახალ მასალებს, როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ბოლო მასალებზე მას ბიწაძის აუდიოჩანაწერი აქვს.

იცოდა თუ არა ბიწაძემ, რომ ეს ჩანაწერი გაზეთის ფურცლებზე მოხვდებოდა, ხუბუა პასუხობს, რომ ბიწაძისგან ინტერვიუ აიღო. „როცა ორი ადამიანი ერთმანეთის პირისპირ ჩართულ დიქტოფონთან საუბრობს, თქვენი აზრით, ამას რა ჰქვია?! ეს არის ინტერვიუ, რომელიც გამოქვეყნდება“, - განმარტავს ხუბუა.

საინტერესოა, რომ ბადრი ბიწაძის მეუღლემ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „ბინძური სისულელე“ უწოდა ინფორმაციას, რომ „ასავალ-დასავალს“ მასალა ბადრი ბიწაძემ მიაწოდა.

ახალი ამბები