კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი ვარაუდობს, რომ კახა ჩაკვეტაძეს მალე გაათავისუფლებენ

21 დეკემბერი, 2010

კახა (ზაზა) ჩაკვეტაძეს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ – ამის შესახებ პოლიტპატიმრის ადვოკატმა ზურაბ ნეფარიძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას განაცხადა.

„ეროვნული ფორუმის“ პარტიული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე 21 ოქტომბერს, ლილოში, შპს „ელსავაკოს“ ბაზრობის მოვაჭრეების საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს. დაკავებულს ბრალად პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა ედება. საქმეს ცოტა ხანში თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ადვოკატის განმარტებით, 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა საკუთარი მტკიცებულებები წარმოადგინეს. „მოკლე პერიოდში ჩვენ პროკურატურაზე ბევრად მეტი მტკიცებულების მოპოვება მოვახერხეთ. ამდენად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩაკვეტაძეს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ“, – აცხადებს ადვოკატი.

ზურა ნეფარიძის ცნობით, დაცვის მხარემ მტკიცებულების სახით 20-მდე მოწმის - ტელეკომპანია „მაესტროს“, „კავკასიისა“, ITV.ge-ს ჟურნალისტებისა და ოპერატორების, ლილოს ბაზრობასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ჩვენებები და ვიდემასალა წარადგინა.

ვიდეომტკიცებულებიდან კარგად ჩანს, რომ ჩაკვეტაძე პოლიციელებს არათუ ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა, არამედ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ აყენებდა. ამასთან, დაცვის მხარე დოკუმენტურად ასაბუთებს, რომ შპს „ელსავაკოს“ დაცვის სამსახურთან აქციის დღემდე ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონდა.

„ხელშეკრულების მიხედვით დაცვის პოლიციის სამსახურის „თანამშრომლებს“ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება 1 ნოემბრიდან შეეძლოთ. ამდენად, ის „დაცვის თანამშრომლები“ იმ მომენტისთვის ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მოქმედების უფლება არ ჰქონდათ“.

კახა (ზაზა) ჩაკვეტაძეს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ „ეროვნული ფორუმის“ წევრმა ერთ-ერთ პოლიციელს ხელზე უკბინა.

„იქიდან გამომდინარე, რომ კბენის ფაქტის დასადასტურებლად და ნაკბენის იდენტიფიკაციისათვის ექსპერტიზის დასკვნა არ არის წარმოდგენილი, მხოლოდ დაუსაბუტებელი ინფორმაცია მტკიცებულებად არ გამოდგება“, – დასძენს ჩაკვეტაძის ადვოკატი.

სოფო გეწაძე

ახალი ამბები