კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება სააკაშვილმა, ნაზარბაევმა და ჩავესმა მიულოცეს

21 დეკემბერი, 2010

ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ქართველმა კოლეგამ, მიხეილ სააკაშვილმაც მიულოცა. ამის შესახებ საუბარია ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუკაშენკოს, პრეზიდენტ სააკაშვილის გარდა, არჩევნებში დამაჯარებელი გამარჯვება მიულოცეს ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა და ვენესუელის პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა.

როგორც ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებვერდი იუწყება, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი არჩევნებს პოზიტიურად გამოეხმაურა და აღიშნა, რომ ბელორუსი ყოველთვის იქნება რუსეთისთვის ერთ-ერთი ახლობელი ქვეყანა, არჩევნები კი ბელორუსის საშინაო საქმეა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბელორუსში ჩატარებული არჩევნების შეფასებისგან თავი შეიკავა. პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნების შეფასება ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ მოხდება.

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელად პარლამენტის თავდაცვისა დაუშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეც იმყოფება. ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ქართულ დელეგაციაში მყოფმა „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა დაუდასტურა.

„გივი თარგამაძეც აქ არის და საკმაოდ დიდი დელეგაცია, რომელშიც როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიან", - აღნიშნა ახვლედიანმა სატელეფონო საუბრისას.

ბელორუსის 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსზე გივი თარგამაძეს უარი უთხრეს. მაშინდელ არჩევნებზე დასასწრებად მინსკში საქართველოს პარლამენტის 8–კაციანი დელეგაცია გაემგზავრა, თუმცა ამ დელეგაციაში ვერ მოხვდნენ დეპუტატები გივი თარგამაძე და გიგა ბოკერია. 

გივი თარგამაძე მაშინ აცხადებდა, რომ ქართულმა მხარემ მიიღო უარი ბელარუსის ხელისუფლებისგან, რითაც ქართულ დელეგაციას 19 მარტს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სახით მონაწილეობა აუკრძალეს.

„ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 20 იანვარს დაიწყო, როცა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო (ცსკ) კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის ეპატიჟება დსთ–დან ყველა ქვეყნის მისიას, საქართველოს გარდა. როგორ ჩანს, ბელორუსის ხელისუფლების მხრიდან ქართული დელეგაციის შიში საკმაოდ სერიოზულია. ვთვლი, რომ ეს შიში საკმაოდ მოტივირებულია და მიუხედავად იმისა იქნება თუ არა იქ სადამკვირვებლო მისია, ჩვენ ბელარუსი ხალხისადმი ჩვენს დახმარებას არ შევწყვეტთ“, – განაცხადა მაშინ გივი თარგამაძემ.

გარდა ამისა, გივი თარგამაძე სხვა სკანდალშიც გაეხვია. რუსული ტელეკომპანია „პირველი არხის“ გადაცემა „ოდნაკოს“ წამყვანმა, მიხეილ ლეონტიევმა თავის სატელევიზიო გადაცემაში გადასცა ორ პირს შორის საუბარი. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ლეონტიევის მტკიცებით, გივი თარგამაძე იყო, უკმაყოფილებას გამოხატავს მილინკევიჩის მიმართ, რადგანაც „ამ უკანასკნელმა მინსკში მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები დაშალა“. ჩანაწერის მიხედვით, თარგამაძე მილინკევიჩის მოკვლით იმუქრებოდა.

გივი თარგამაძემ მაშინ ამ ბრალდებას „სასაცილო“ უწოდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები