კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლენტეხის რაიონში 15 ინდმეწარმე დააჯარიმეს

22 დეკემბერი, 2010
გარემოს დაცვის ინსპექციამ ლენტეხის რაიონში 15 ინდ მეწარმე დააჯარიმა. ამჟამად ისნპექციის ბრძანებით ინდმეწარმეების კუთვნილი ხის გადამამუშავებელი  საწარმოებიდან მასალა გააქვთ. აღშფოთებულმა მეწარმეებმა დახმარებისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დაუკავშირდნენ.

როგორც სატელეფონო საუბრისას ინდმეწარმე, ბადრი ლიპარტელიანმა განაცხადა, საწარმოებიდან დახერხილი ფიცრები უკვე გაიტანეს, ამჟამად კი მორებს ეზიდებიან. ლიპარტელიანის თქმით, ეს მასალა ინდმეწარმეებს არ ეკუთვნით. ისინი მხოლოდ ხერხავდნენ და ამუშავებდნენ მას.

„მასალის ნაწილი მეზობლებს, ნაწილი კი ახლობელს ეკუთვნის, მაგრამ დაჯარიმების შიშით, ისინი ამას არ აღიარებენ, გარემოს დაცვის სამსახური კი ჩვენ გვედავება“, -აცხადებს ინდ მეწარმე რამაზ ლიპარტელიანი.

www.humanrights.ge კომენტარისთვის გარემოს დაცვის ინსპექციას დაუკავშირდა. „ინდმეწარმეების სახერხი მოწყობილობები არ აკმაყოფილებდა სახერხის რეგლამენტით გათვალისწინებულ სტანდარტებს; მათ არ ჰქონდათ მოპოვებული და უკვე დამუშავებული საქონლის არანაირი დოკუმენტაცია; წინააღმდეგობას უწევდნენ ინსპექციის წარმომადგენლებს. შესაბამისად, მათ წინააღმდეგ საქმე ამ სამი მუხლითაა აღძრული“, - განაცხადეს გდი-ში და დასძინეს, რომ გარემოსადმი მიყენებული ზიანი 100 000 ლარს აღემატება.

მეწარმეების სახერხი მოწყობილობები და საქონლის დოკუმენტაცია გარემოს დაცვის ინსპექციამ დაახლოებით ერთი თვის წინ შეამოწმა. მეწარმეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამ ეტაპზე მათი დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც მეწარმეეები ვარაუდობენ, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-დან 20 000 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 

სოფო გეწაძე

ახალი ამბები