კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2010 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 172 საქმე განიხილა და მხოლოდ 3 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

23 დეკემბერი, 2010

21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ ჟურნალისტებს სასამართლოს მიერ 2010 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობების  ანგარიში წარუდგინა.
 
მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის განმავლობაში 26 172 საქმე განიხილა, 22%-ით მეტი - შარშანდელთან შედარებით.

„გაიზარდა შემოსული და განხილული საქმეების რაოდენობა, ძალიან დატვირთული გრაფიკი იყო სასამართლოში, მაგრამ რომ არ ყოფილიყო შეფერხება, მოსამართლეები შაბათ-კვირასაც ნიშნავდნენ პროცესებს“, - აღნიშნა მამია ფხაკაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მთლიანობაში განხილული საქმეების 84.3% საპროცესო შეთანხმებით დასრულდა; გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 3 საქმეზე დადგა, ნაწილობრივ გამამართლებელი – 9 საქმეზე.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შედეგად, 2010 წლის მანძილზე 8 713 პირი იქნა მსჯავრდებული, აქედან 4260 პირის (48.9%) მიმართ სასჯელის სახედ პატიმრობა იქნა გამოყენებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შემაჯამებელ ბრიფინგს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც დაესწრო.

კუბლაშვილის თქმით, საქართველოში მოსახლეობის ნდობა სასამართლოებისადმი გაიზარდა. ამის საილუსტრაციოდ მან 2010 წელს სამი სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.
 
„ამ კვლევების მონაცემები თითქმის იდენტურია. კვლევების შედეგებით, მოსახლეობის 60% დადებითად აფასებს სასამართლოს საქმიანობას, ხოლო გამოკითხულთა 77%-მა აღიარა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მათ საქმეებზე იყო სამართლიანი და ობიექტური“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

წყარო: http://netgazeti.ge/GE/39/News/3810/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D-2010-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1.htm

ახალი ამბები