კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მომხმარებელთა ინტერესების დამცველის შერჩევაში მარეგულირებელი ორგანო ჩაერევა

23 დეკემბერი, 2010

მარეგულირებელი ორგანოები თავიანთ სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დამცველის შერჩევაში ჩაერთვებიან.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, დამოუკიდებელ მარეგულირებელ ეროვნულ ორგანოსთან მოქმედი მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი  სახალხო დამცველის მიერ ღია კონკურსის წესით შეირჩევა. თავად კომისიის ვალდებულება ამ მხრივ, მისთვის მხოლოდ ხელფასის გადახდაა.

საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას სახალხო დამცველი არანაკლებ 15 წევრის შემადგენლობით ქმნის, რომელშიც სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტის თანახმად კი, კომისია არანაკლებ 12 წევრით დაკომპლეტდება და მასში მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებიც შევლენ.

რაც შეეხება საკონკურსო პირობებს, ამჟამად პირობებს საკონსურსო კომისია ხმათა უმრავლესობით ადგენს. ახალი კანონპროექტის თანახმად კი, ეს პირობები სახალხო დამცველმა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოსთან უნდა შეათანხმოს.

გარდა ამისა, ცვლილებებია საზოგადოებრივი დამცველის გათავისუფლების პირობებშიც. კერძოდ, აქამდე მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი სასამართლოს მიერ გამოტანილი ისეთი გამამტყუნებელი განაჩენი იყო, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად კი, დამცველს უფლებამოსილება ნებისმიერი სახის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში შეუწყდება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე, ზვიად კუკავა და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები