კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიმიტრი მედვედევი იმუქრება

23 დეკემბერი, 2010
უცხო ქვეყნიდან მომავალი ტერორისტული საფრთხისგან დასაცავად რუსეთი შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს . როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ინდოეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„თუ რუსეთზე უცხო ქვეყნის მხრიდან ტერორისტული შეტევა განხორციელდება და დარწმუნებულნი ვიქნებით, რომ ეს ქვეყანა ტერორისტებს მფარველობს, საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ შეიარაღებული ძალების და სხვა საშუალებების გამოყენებით. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, რუსეთს თავის დაცვა გარკვეულ სიტუაციაში მოუწია, როცა „საუბარი იყო არა ტერორისტულ შეტევაზე, არამედ ერთ-ერთი მეზობლის – საქართველოს მხრიდან სამხედრო შეტევაზე 2008 წელს“.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეიარაღებული აგრესიის შედეგად ერთად დაიღუპა 50 რუსი სამშვიდობო, რომლებიც მოსაზღვრე და იმ დროისთვის თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იდგნენ. ჩვენ პასუხის გაცემა მოგვიწია. ამან მსოფლიოში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, რომ მაშინ სამართლიანად და დასაბუთებულად მოვიქეცით, იმ დროს მიღებული ყველა გადაწყვეტილება სამართლებრივ ველში თავსდებოდა, რადგან ჩვენ გვერდით მცხოვრები ადამიანების - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვიცავდით“, - განაცხადა მედვედევმა.

მისივე აზრით, ამგვარი უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს, მაგრამ თავად სახელმწიფო წყვეტს, როგორ სიტუაციაში გამოიყენოს ეს უფლება და როგორ სიტუაციაში – არა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები