კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იძულებით გაუჩინარებულ პირთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია ძალაში შევიდა

23 დეკემბერი, 2010
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) მიესალმება „იძულებით გაუჩინარებულ პირთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის“ ძალაში შესვლას 2010 წლის 23 დეკემბრიდან და მას მიიჩნევს წინგადადგმულ ნაბიჯად განსაკუთრებული სისასტიკის დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების დაცვის საქმეში.

„იძულებითი გაუჩინარების ფენომენი უნივერსალური ხასიათისაა, ზეგავლენას ახდენს რა ყველა კონტინენტზე. ამ სასტიკი დანაშაულის სამიზნეს წარმოადგენენ არა მარტო თავად გაუჩინარებული ადამიანები, არამედ მათი ოჯახები და მთელი საზოგადოება“, - განაცხადა სუჰაირ ბელჰასენმა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა.

იძულებითი გაუჩინარების დანაშაული ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ადამიანის უფლებათა დარღვევაა და შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულსაც წარმოადგენდეს, თუ ჩადენილია სამოქალაქო პირთა წინააღმდეგ მიმართული ფართოდ გავრცელებული და სისტემატური თავდასხმის ფარგლებში. მართალია, აღნიშნული დანაშაულის სამართლებრივი დეფინიციის განმსაზღვრელი საერთაშორისო ინსტრუმენტის საჭიროება ფართოდ იყო აღიარებული, მაგრამ დეფინიციის შინაარსის თაობაზე საერთო კონსესუსის მიღწევას ათწლეულები დასჭირდა.

30 წელზე მეტი გავიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 33/173 რეზოლუციის მიღებიდან (1978 წლის დეკემბერი), რომელმაც პირველად მოიხსენია „გაუჩინარებულ პირთა“ საკითხი. „იძულებით გაუჩინარებულ პირთა დაცვისაკენ მიმართული საერთაშორისო კონვენცია“ კი წარმოადგენს მავალდებულებელ ინსტრუმენტს, რომელიც მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს მსხვერპლთა უფლებების დასაცავად.

კონვენციაში ხაზგასმულია მისი სამართლებრივი მნიშვნელობა, იგი წარმოადგენს არა მხოლოდ იძულებითი გაუჩინარების დეფინიციას, არამედ ასევე აყალიბებს სახელმწიფოთა ვალდებულებებს ეროვნულ დონეზე აღნიშნული დანაშულის პრევენციისა და დასჯის მიზნით. კონვენცია ხაზგასმით აღიარებს ინფორმაციის, სიმართლის, სამართლიანობისა და რეპარაციების უფლებებს.

„ინფორმაციის უფლება ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, რადგანაც იძულებითი გაუჩინარების ფენომენი გაუჩინარებულთა ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას ანგრევს,“ ხაზი გაუსვა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ლუი ჟენეტმა პარიზში ახლახანს გამართულ სასამართლოს პროცესზე ჩვენების მიცემისას. პროცესი დასრულდა 17 დეკემბერს პინოჩეტის რეჟიმის 14 უმაღლესი რანგის ჩილელი ჩინოვნიკის მსჯავრდებით ადრეულ 70-იან წლებში 4 ფრანკო-ჩილელი მოქალაქის გაუჩინარების გამო. (1)

დღეისათვის, კონვენცია ხელმოწერილია 87 სახელმწიფოს მიერ, რატიფიცირებული - 21-ის მიერ (სულ ბოლოს, 29 ნოემბერს, ხელი მოაწერა ბრალიზიამ).

უნივერსალური იურისდიქციის თანახმად, კონვენცია წევრ-სახელმწიფოებს ავალდებულებს ზომები მიიღონ აღნიშნულ დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად, როცა ისინი მათ ტერიტორიაზე იმყოფებიან მიუხედავად მსხვერპლთა და სავარაუდო დამნაშავეთა ეროვნებისა, ასევე დანაშაულის ადგილისა.

და ბოლოს, კონვენცია აყალიბებს კომიტეტს, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს წევრ-სახელმწიფოთა მიერ კონვენციის შესრულებაზე.

„ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ სახელმწიფოებს მოახდინონ კონვენციის რატიფიცირება, თუ ჯერ ეს არ გაუკეთებიათ და ხელმომწერ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ შეასრულონ კონვენციის დებულებები, მათ შორის, მოახდინონ იძულებითი გაუჩინარების დანაშაულის ინკორპორაცია თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში,“ - დასძინა სუჰარ ბელჰასენმა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH)

(1)    მეტი ინფორმაციისათვის, იხილეთ სპეციალური ფაილი ჩილეს საქმეზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის აღნიშნულ ვებსაიტზე:  http://fidh.org/Trial-of-the-Pinochet-dictatorship

მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.icaed.org/

ახალი ამბები