კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სანდრო გირგვლიანის ოჯახის სამოქალაქო საჩივრის განხილვაზე უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა

24 დეკემბერი, 2010
სანდრო გირგვლიანის ოჯახის სამოქალაქო საჩივრის განხილვაზე უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა. როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა, მან 22 დეკემბერს მიიღო 22 ნოემბრით დათარიღებული განჩინება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა განეხილა საკაციო საჩივრები. შესაბამისად, ძალაში შევიდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

თავის დროზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ორივე მხარემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებულ და შემდგომში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ოთხი მსჯავრდებულისთვის (გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე) 40 000 ლარის დაკისრების თაობაზე.

„ნათელია, რომ მორალური ზიანის ეს მინიმალური ანაზღაურება წარმოადგენს რევერანსს იმ გადაწყვეტილების წინ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს გირგვლიანების საქმეზე (როგორც ეს აღინიშნა კიდეც ჩემს მიერ სტრასბურგში გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოსვლილას). გირგვლიანების ოჯახი მოუთმენლად ელის სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს. შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2010 წლის 29 აპრილს ზეპირი მოსმენით განიხილა საქმე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მიუღია“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების ვადები განსაზღვრული არა აქვს. თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება საქმის განხილვიდან რამდენიმე თვეში ცხადდება. ვინაიდან გირგვლიანის საქმე სასამართლომ აპრილის ბოლოს განიხილა, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს ან 2011 წლის დასაწყისში გამოცხადდება.

2006 წლის იანვარში სანდრო გირგვლიანი შსს-ს თანამშრომლებმა გაიტაცეს, აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. ამ საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა და მათ 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. შემდეგ, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2009 წელს ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. გარდაცვლილის ოჯახი და საზოგადოების ნაწილი გირგვლიანის მკვლელობის შემკვეთების დასჯას დღემდე ითხოვს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები