კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ლაფნიანში მცხოვრები ეთნიკური ოსები ნაკვეთების გარეშე დარჩნენ

24 დეკემბერი, 2010
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლაფნიანში მცხოვრები ეთნიკური ოსები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, თაღლითობის შედეგად ისინი სასოფლო - სამეურნეო ნაკვეთების გარეშე დარჩნენ.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, 1999 წელს, ლაფნიანში აგროფირმა „იმედმა“ 21 000 აშშ დოლარის ღირებულების შხამქიმიკატი შეიტანა. შხამქიმიკატები მოსახლეობაზე განვადებით უნდა გაცემულიყო. სანაცვლოდ, აგროფირმა „იმედმა“ სააქციო საზოგადოება „ფიჩხიბოგირთან“, რომელიც მოსახლეობამ კოლმეურნეობის ბაზაზე დააფუძნა, ხელშეკრულება გააფორმა და სოფლის კუთვნილი ნაკვეთები იპოთეკით დატვირთა. ლაფნიანის მაცხოვრებლების თქმით, მათთვის შხამ - ქიმიკატები არავის მიუცია, შესაბამისად, არც ფული გადაუხდიათ. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ სოფელი ნაკვეთების გარეშე დარჩა.

სააქციო საზოგადოება „ფიჩხიბოგირის“ ყოფილ მიწებზე აგროფირმა „იმედმა“ ზეთისხილის ბაღი გააშენა. კომპანია იმ ტერიტორიებზეც დაობს, სადაც სოფლის მაცხოვრებლებს ვენახები აქვთ გაშენებული ან მოსავალი მოჰყავთ, რომლითაც თავს ირჩენენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, აგროფირმა „იმედის“ წარმომადგენლებს ვერ დაუკავშირდა. ლაგოდეხის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ და კახეთის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა აღნიშნეს, რომ ლაფნიანის მაცხოვრებლების პრობლემას დეტალეურად არ იცნობენ. როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში სოფელ ლაფნიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მამუკა ხიდეშელმა განაცხადა, ზეთისხილის ბაღს ვინმე ადეიშვილი კურირებს, რომელიც ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში ცხოვრობს. ადეიშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

იხილეთ ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები