კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელე-რადიოკომპანია „თრიალეთის“ სპეციალური განცხადება

24 დეკემბერი, 2010
ტელეკოპანია „თრიალეთის“ წარმომადგნლებთან საქართველოში ამერიკის სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა ნაციონალურმა მაუწყებლებმა არ გააშუქეს.  ხოლო მედიასაშუალებების ნაწილმა,  წერილით - „დაუბალანსებელი მედია“,  ჯონ ბასის ჩამოსვლის მიზანი ქართული მედიის ზოგად კონტექსტში განიხილა და ამით გადაფარა ელჩის მხრიდან ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიმართ გამოცხადებული სოლიდარობა.

ელჩის „თრიალეთში“ სტუმრობის მიზანი იყო ტელეკომპანიის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ბოლო დროს გახშირებული ზეწოლების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელეკომპანიები „რუსთავი 2“, „იმედი“ და „საზოაგადოებრივი მაუწყებელი“  ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიმართ განხორციელებულ ზეწოლებს არ აშუქებენ.

იმ დროს, როცა ტელეკოპანია „თრიალეთის“ გადამღები ჯგუფი სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს სამართალდამცველებმა სცემეს, იქ იმყოფებოდნენ ნაციონალური მაუწყებლების ადგილობრივი კორესპონდენტებიც. თუმცა მათ კამერაც კი არ ჩაურთვიათ იმისთვის, რომ „თრიალეთის“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლა გადაეღოთ. ასევე, მიუხედავად არაერთგზის მოწვევისა, მათ არ გააშუქეს ტელეკოპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის საპატრულო პოლიციის მხრიდან ცემის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია. 

მიგვაჩნია, რომ მედია ხალხის სამსახურში უნდა იყოს და არა ხელისუფლებების. განსაკუთერებით კი - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. 

 ტელე-რადიოკომპანია „თრიალეთი“

ახალი ამბები