კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლიკანის სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებას მისი ვაჟის ოპოზიციონერობას უკავშირებს

27 დეკემბერი, 2010
ლიკანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან გოგალაძე თანამდებობიდან გათავისუფლებას მისი ვაჟის, ვასილ გოგალაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

როგორც ამირან გოგალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გუშინ   ლიკანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, არჩილ მიქელაძემ დაიბარა და უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლაში გენინსპექცია შევიდოდა.

„დაბნეული ჩანდა და მითხრა, არ მკითხო ვინ დამავალა და რატომო; აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, ჩავედი განათლების რესურცენტრში და დავწერე განცხადება“, - თქვა მან.

გოგალაძის ინფორმაციით, მისი ვაჟი, რომელიც 9 წლის განმავლობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა, ივნისში სამსახურიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც სახალხო კრებაშის საქმიანობაში ჩაერთო.

ამირან გოგალაძე ლიკანის საჯარო სკოლას 13 წელი ხელმძღვანელობდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები