კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჟურნალისტს თეთრწყლების ტყეში ფეხებით დავკიდებ“

29 დეკემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თეთრწყლების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გიორგი წიკლაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს ნათია დანელიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. „შე ..... რაც არ მითქვამს, იმას რატო წერ? შენი.... ბოდიში მომიხადე, თორემ ყველაფერს გეფიცები მაგრად ინანებ“... კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორთან სატელეფონო საუბარში კი გიორგი წიკლაურმა აღნიშნა, რომ „ჟურნალისტს თეთრწყლების ტყეში ფეხებით დაკიდებს“.

2010 წლის 05 და 11 ნოემბერს გიორგი წიკლაურმა ჟურნალისტს „ადნაკლასნიკებში“ შეურაცხმყოფელი სიტყვები მისწერა, უცენზურო სიტყვებით აგინა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავს. 25 დეკემბერს, სოფლის რწმუნებული, ჟურნალისტს იგივე ქსელის მეშვეობით კიდევ გამოეხმაურა:

- შე ....., რაც არ მითქვამს იმას რატო წერ?

- ვინ ხარ მეთქი, გამახსენე და გაგცემ პასუხს...

- ბოდიში მომიხადე, თორე ყველაფერს გეფიცები, მაგრად ინანებ!

- თქვი ვინ ხარ და მერე ვილაპარაკოთ...

- ე.ი. ტრაკიდან სული უნდა დამალევინო?... შენი.... ასეთი დებილი ჟურნალისტკა არ მინახავს... შენი..... დაგენძრა“...

27 დეკემბერს, გვიან საღამოს, ნათია დანელიშვილმა მუქარის შესახებ რედაქციას შეატყობინა. მას შემდეგ, რაც გიორგი წიკლაურის ვინაობა გავარკვიეთ, ტელეფონით დავუკავშირდით:

- ვინ მოგცათ უფლება, რომ ჟურნალისტი უცენზურო სიტყვებით აგინეთ და დაემუქრეთ?

- მაგას თეთრწყლების ტყეში ფეხებით დავკიდებ და უფლებებზე მერე მელაპარაკეთ.

- რატომ ხართ გაღიზიანებული?

- არ მოგვეშვა რა ეგ ...... ჯერ აკადემიკოსიო, მერე თელავის გამგებელზე დაწერა რაღაცეები, სოფელში ჩამოდის და მერე რაღაცეებს ავრცელებს ხოლმე“.

ნათია დანელიშვილს სოფელ თეთრწყლებთან დაკავშირებით 2010 წელს რამდენიმე მასალა აქვს მომზადებული. ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის პრობლემებზე, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ხარჯვაზე და ა.შ. 2010 წლის 8 ოქტომბერს კი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინტერნეტ - გაზეთში გამოქვეყნდა სტატია „აკადემიკოსი თელავის გამგებელს მიწის ნაკვეთის წართმევაში ადანაშაულებს“. სტატიაში აკადემიკოსი ალექსანდრე არაბული აცხადებს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა 2 ჰა მიწის ნაკვეთი წაართვა და თავის ნათესავს გადასცა. სტატიის ავტორი ნათია დანელიშვილია.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილი: „გიორგი წიკლაური ვაჟკაცი ბიჭია.

- მე ეგ არ მიკითხავს, ვაჟკაცია თუ არა? რა უფლება აქვს, რომ ჟურნალისტს ემუქრება?

- ხევსურია და უნდა გაითვალისწინოთ. სხვანაირი ნერვების პატრონია. რომ წერთ, ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ ხოლმე.

- რას ამბობთ ბატონო ვასილ, მერე რა რომ ხევსურია? ეგ რა შუაშია?

- მე გითხარით რომ ვაჟკაცი ბიჭია, ხევსურია და ნერვები აქვს. ფრთხილად უნდა იყოთ“.

მოგვიანებით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თეთრწყლების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი წიკლაური, კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტის ნათია დანელიშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისათვის, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კახეთის გუბერნატორის პრესმდივნის ხათუნა გულიაშვილის განცხადებით, გამგებელი და გუბერნატორი საქმის ვითარებაში გაერკვივნენ და თანამდებობიდან გიორგი წიკლაურის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის მედეა კეკელიას ინფორმაციით, წიკლაურმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.

ახალი ამბები