კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროს სასამართლომ ჟურნალისტის წინააღმდეგ სარჩელი არ დააკმაყოფილა

30 დეკემბერი, 2010
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა არ დააკმაყოფილა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გელა თეთრაულის სარჩელი ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის წინააღმდეგ. საკრებულოს წევრი ჟურნალისტს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და მისგან გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას ითხოვდა.

თეთრაული ჟურნალისტისგან თავდაპირველად, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 10 000 ლარი გადახდას ითხოვდა, მოგვიანებით, მან თანხის რაოდენობა 3 ათას ლარამდე შეამცირა, ბოლოს კი საერთოდ მოხსნა და მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციების საჯაროდ უარყოფა მოითხოვა. მისი თქმით, ჟურნალისტმა არაერთხელ, უსაფუძვლოდ დაადანაშაულა საბიუჯეტო თანხების მითვისებაში, რამაც მორალური ზიანი მიაყენა.

ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა თეთრაულის სარჩელი არ სცნო და მოითხოვა, მოსამართლეს ის არ დაეკმაყოფილებინა.

მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა გადაწყვეტილება 29 დეკემბერს გამოაცხადა და საკრებულოს წევრს სარჩელის დამაყოფილებაზე უარი უთხრა.

გელა თეთრაული აცხადებს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები