აჭარის ბიუჯეტიდან დიალიზის პროგრამის დაფინანსება შეწყდა
30.12.2010
2010 წლის 17 დეკემბერიდან, აჭარის ბიუჯეტიდან დიალიზის პროგრამის დაფინანსება შეწყდა. აჭარაში ამ დაავადებით სულ 167 პაციენტია რეგისტრირებული.
პაციენტს ჰემოდიალიზის სეანსისათვის ანუ თირკმლის ხელოვნური კვების პროცედურებისთვის ადგილობრივმა მთავრობამ თანხა აღარ გადაუხადა, რადგან პროგრამისთვის გათვლილი ბიუჯეტი, 381 600 ლარი ამოიწურა.
დიალიზის დარჩენილი 6 სეანსის ჩასატარებელი საფასური 500-დან 600 ლარამდე მერყეობდა. რისი საშუალებაც უმრავლესს პაციენტს არ ჰქონდა.
პაციენტთა შორის იყო მოქალაქე შუქრი სურმანიძეც, რომელიც ორი დღის წინ მიკროავტობუსში გულის შეტევით გარდაიცვალა. აღნიშნულის თაობაზე გარდაცვლილის ნათესავები კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ პაციენტმა პროგრამის დაფინანსების შეწყვეტის გამო ინერვიულა. სურმანიძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაზაფხულიდან მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს უწყების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 3 180 დიალიზის სეანსი ჩატარდა, რისთვისაც 381 600 ლარი იყო გამოყოფილი. მინისტრის მოადგილის, ჯამბულ სურმანიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ყველა პაციენტის მკურნალობა ფედერალური პროგრამით დაფინანსდება, თუმცა, ფედერალურ ბიუჯეტში პროგრამის დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 5 მილიონი ლარითაა შემცირებული: „უკვე გადაწყვეტილია, რომ 2011 წლიდან დიალიზით დაავადებული პაციენრების მკურნალობა ფედერალური პროგრამით დაფინანსდება. როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ეს პროგრამა 20 მილიონი ლარით, მომავალ წელს კი 15 მილიონით იქნება დაფინანსებული“.

მაკა მალაყმაძე, აჭარა
სახელი: Mirel
2012-07-30 01:59
Just forget about whtevear Myanmese (burmese) think and act. They will do what they think and what they want. For us, to separate is the truth. lets start a war for peace.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?