კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2010 წელს კახეთში სამმა ბიზნესმენმა თავი მოიკლა

30 დეკემბერი, 2010
ყვარლის რაიონში მდებარე „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორის მოადგილემ, სოფელ გავაზში მცხოვრებმა 47 წლის არჩილ სესიაშვილმა, რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ გავაზის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, თვითმკვლელობის მიზეზი საგადასახადო ინსპექციის მიერ კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევები გახდა, რის გამოც კომპანია დააჯარიმეს.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორი დიმიტრი ლებანიძე. მისი თქმით, საგადასახადო ინსპექციას კომპანიაში დარღვევები არ აღმოუჩენია და არც დაჯარიმება მომხდარა.

სოფელ გავაზიდან ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვალერი ვარადაშვილის განცხადებით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე არჩილ სესიაშვილი მასთან იყო მისული და მიწებთან დაკავშირებით რაღაც დეტალის გარკვევა სთხოვა. „მაგრამ ამ შემთხვევაში გადასახადელი თანხა, როგორც მახსოვს 70 - 80 ლარს არ აღემატებოდა“, - აღნიშნა ვარადაშვილმა. მისივე თქმით, არჩილ სესიაშვილი გაწონასწორებული ადამიანი იყო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს კახეთში თავი სამმა ბიზნესმენმა მოიკლა. არჩილ სესიაშვილის შემთხვევამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს ღვინის კომპანია „შუმის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა და საბითუმო მაღაზია „დელფინის“ ერთ-ერთმა მფლობელმა პაატა პაპალაშვილმა. 

სამივე შემთხვევაში  თვითმკვლელობის მიზეზად  კომპანიებში საგადასახადო ინსპექციების შესვლა სახელდება. „დელფინის“ მეპატრონის თვითმკვლელობის შემდეგ კი დადასტურდა, რომ  საგადასახადო ინსპექციამ საბითუმო მაღაზია 320 ათასი ლარით დააჯარიმა.

ბიზნესმენების თვითმკვლელობის ფაქტებზე შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრში  კომენტარს არ აკეთებენ. 

„შეიძლება სხვებმაც მოილეს თავი, მაგრამ ხელისუფლება  არაფერ შუაშია. სამწუხაროდ, გახშირდა შემთხვევები, როცა ადამიანები თავს იკლავენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამაზე კომენტარი უნდა გააკეთოს. შეიძლება არა სამი, არამედ უფრო მეტი შემთხვევაც იყოს, მაგრამ ადამიანები თვითმკვლელობის შესახებ თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, რაც ძალიან ცუდია“, - აღნიშნა კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები