კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეთიუ ბრაიზა აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩად დაინიშნა

31 დეკემბერი, 2010
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა, სენატის უარის მიუხედავად, აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩად მაინც დანიშნეს. როგორც Associated Press იუწყება, ბრაიზა ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ 29 დეკემბერს დაამტკიცა.

ბრაიზასთან ერთად, პრეზიდენტმა კიდევ სამი ელჩი დანიშნა: სირიაში – რობერტ ფორდი, თურქეთში - ფრანსის რიჩიარდონე, ჩეხეთში – ნორმან ეიზენი.

ობამამ აღნიშნული კანდიდატურები სენატს რამდენიმე თვის წინაც წარუდგინა, მაგრამ სენატმა ისინი არ დაამტკიცა. ამჯერად კი ობამამ კანონის იმ ნორმით ისარგებლა, რომელიც პრეზიდენტს უფლებას ანიჭებს, საკანონმდებლო ორგანოს არდადეგების დროს ელჩები თავად, სენატის თანხმობის გარეშე დაამტკიცოს.

თუმცა, იმის გამო, რომ ელჩები სენატის თანხმობის გარეშე დაინიშნენ, მათი უფლებამოსილება მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ერთი სესიის ბოლომდე გაგრძელდება. თუ ობამას მიერ დანიშნულ ელჩებს სენატი 2011 წლის ბოლომდე, ანუ აშშ-ს კონგრესის მომდევნო სესიის დასრულებამდე არ დაამტკიცებს, ისინი იძულებულნი იქნებიან, თანამდებობები დატოვონ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები