კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ს ელჩმა გმირთა მოედანზე ვეტერანების დარბევის გამო შეშფოთება გამოთქვა

10 იანვარი, 2011
აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 3 იანვარს, გმირთა მოედანზე, პოლიციის მიერ ვეტერანთა დარბევის გამო შეშფოთება გამოთქვა . ელჩის შეფასებით, დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს განცხადება ბასმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში აღსაზრდელებისთვის საჩუქრების გადაცემის შემდეგ გააკეთა.

"მინდა გამოვეხმაურო გმირთა მოედანზე მომხდარ იმ მოვლენებს, რომელთაც 2-3 დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალყურს. შეშფოთებული ვარ, რომ პოლიციამ პროტესტის გამომხატველთა მიმართ ძალა გამოიყენა. რა თქმა უნდა, ძალადობა არ უნდა იყოს გამოყენებული პროტესტის გამომხატველი ადამიანების წინააღმდეგ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში. ამასთან, მოხარული ვარ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და მომხდარი ადეკვატურად შეაფასა. იმედი მაქვს, ჩატარდება მოკვლევა და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა არსებულ ვიდეომასალას", _ განაცხადა ჯონ ბასმა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებს ელჩი სასამართლოს მიერ 11 დაკავებული ვეტერანისთვის 400 ლარიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ, ბასმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას არ აპირებს.

"სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვას არ ვაპირებ, რადგან ამ საკითხს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. ამაზე უფრო კომპეტენტურ პასუხს ომბუდსმენისგან მოვისმენთ. რაც შეეხება ფაქტს, უნდა ითქვას და განისაზღვროს, თუ როგორ, სად და რა ფორმით შეიძლება პროტესტი გამოიხატოს. მაგალითად, აშშ-ში არსებობს თავშეყრის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეკრება და პროტესტის გამოხატვა. ჩვენთან მონუმენტებთან, ომში დაღუპულთა მონუმენტებთან მკვეთრად ლიმიტირებულია პროტესტის გამოხატვა. ვფიქრობ, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, თუ სად, როგორ და რა ფორმით შეიძლება შეკრება და პროტესტის გამოხატვა _ გმირთა მოედანთან დაკავშირებით უნდა განისაზღვროს, შეიძლება თუ არა ასეთი ფორმით პროტესტის გამოხატვა. აქ ორი საკითხია: უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, რადგან სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი, მეორე მხრივ კი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ სად და რა ფორმით შეიძლება შეკრება", _ განაცხადა ჯონ ბასმა.

ახალი ამბები