კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები შსს-ს და პროკურატურას ვეტერანთა აქციის დარბევის გამოძიების დაწყებას სთხოვენ

10 იანვარი, 2011
12 არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას 3 იანვარს, გმირთა მოედანზე დარბევასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

მიმართვას, რომელიც დღეს აღნიშნულ უწყებებში შევა, ხელი მოაწერა 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ეს ორგანიზაციებია: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "მრავალეროვანი საქართველო", ჟურნალი "ლიბერალი", "მედია კლუბი", "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი", "საქართველოს ლეგიონი", ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება".

მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნული მიმართვა გაავრცელეს.

როგორც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, 3 იანვარს ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, სისხლის სამართლის დანაშაულს, რაც დასტურდება "პალიტრა ტვ"-ს და "კავკასიის" მიერ გავრცელებული ვიდეო-მასალიდან.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 3 იანვარს მანიფესტანტების უფლებები უხეშად დაირღვა, რომელიც მათ კონსტიტუციით ჰქონდათ გარანტირებული და ასევე მოხდა პოლიციელების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა.

ჩუგოშვილის განცხადებით, აქციის დაშლის მოთხოვნა უკანონო იყო. აქციის მონაწილეები გზას არ კეტავდნენ, არ უშლიდნენ ხელს არც სამანქანო და არც ფეხით მოსიარულეებს.

მისი განცხადებით, მათ ნებისმიერი ფორმით შეეძლოთ აქციის გამართვა და პოლიციელებს ხელი არ უნდა შეეშალათ.

ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები უხეშად უსწორდებიან აქციის მონაწილეებს, რაც არის უფლებამოსილების გადამეტება და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
 
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პოლიციელების მოთხოვნა აქციის დაშლასთან დაკავშირებით უკანონო იყო. მათ უფლება არ ჰქონდათ, რომ აღნიშნული მოთხოვნა გაეხმოვანებინათ.

ჩუგოშვილმა განმარტებები გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ ადამიანის ყოფნა არ წარმოადგენს დაკავების საფუძველს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში იყო მითითებული.

მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ თითქოს აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, როდესაც კარვების აღება მოითხოვეს.

ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ კარვების აღების მოთხოვნა იყო უკანონო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო უკანონო მოთხოვნა.

არასამთავრობოები პოლიციელთა ნაწილის მიმართ მოითხოვენ სისხლის სამართლებრივ დევნას, ნაწილის მიმართ კი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

მათი განცხადებით, ეს უნდა დადგინდეს გამოძიების შედეგად

ახალი ამბები