კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ და უტა კომახიძეები „რეალ ტივის“ წინააღმდეგ

11 იანვარი, 2011

გელა მთივლიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რეალ ტივის“ წინააღმდეგ სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელის, ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის და მისი შვილის, უტა კომახიძის სარჩელი დასაშვებად სცნო და განხილვა დაიწყო. მოსარჩელე მხარის მოთხოვნით, საქმე დახურულ სასამართლო პროცესზე განიხილება.

სარჩელი ეხება „რეალ ტივის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც ვახტანგ კომახიძის მიერ შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის თემას ეხებოდა. ვახტანგ კომახიძის განცხადებით, აღნიშნული სიუჟეტით შეილახა მისი პატივი და ღირსება, ასევე, ადგილი ჰქონდა მის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევას. სიუჟეტში უტა კომახიძის ოჯახზეც იყო საუბარი.

ვახტანგ და უტა კომახიძეები პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის სასამართლოსგან ცილისწამების ფაქტის დადგენას ითხოვენ. მათივე მოთხოვნაა, „რეალ ტივის“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, მათ სასარგებლოდ, სიმბოლურად, 1 ლარის გადახდა და სასამართლო გადაწყვეტილების ეთერში გამოქვეყნება დაევალოს. „რეალ ტივის“ წინააღმდეგ კომახიძეებმა სასამართლოში სარჩელი 2010 წლის მაისში შეიტანეს.

კომახიძეების ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის“ იურისტები თამარ კორძაია, ნათია კაპანაძე და ანა შალამბერიძე იცავენ.
„რეალტივის“ წარმომადგენელმა სარჩელის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მომდევნო პროცესი 24 იანვარს გაიმართება.

ამჟამად ვახტანგ კომახიძე შვეიცარიაში ცხოვრობს. შვეიცარიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. კომახიძის განცხადებით, ხელისუფლება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებაში ხელს უშლიდა და ემუქრებოდა. შევეიცარიის ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა ვახტანგ კომახიძემ თავის დროზე ასე განმარტა:

„მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვითაც არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი, ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ.

მუქარა მოჰყვა ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან და ქალბატონ მანანა მებუკესთან ერთად ცხინვალში ვიზიტს, სადაც მივიღე მნიშვნელოვანი მასალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ზეწოლა დაიწყო სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ წარმოებული ღია კამპანიით, რასაც მოჰყვა ქუჩაში დახვედრა და ხელისუფლების სახელით მკაცრი მუქარა.

დევნა და თვალთვალი იქამდე მივიდა, რომ თბილისიდან ჟენევაში გამომგზავრებისას, თბილისის აეროპორტში გამთენიის 4 საათზე „გაცილება" მომიწყო კუდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ, მისი ყველაზე ცნობილი სახეების მონაწილეობით.

იმის გამო, რომ დევნის საქმე დეტალურად იქნება შესწავლილი და გამოძიებული, უფრო დეტალური ინფორმაციის და მტკიცებულებების საჯარო გამჟღავნებისგან თავს ვიკავებ.

დოკუმენტური ფილმი, რომლის გამოც განხორციელდა მუქარა, ასახავს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს და ვფიქრობ, ეს ინფორმაცია უაღრესად საინტერესოა საქართველოს საზოგადოებისთვის. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო განსაკუთრებულად მტკივნეული საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგალითად ის, რომ ომამდე ორი დღით ადრე 6 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრი ცხივნალის ხელისუფლებას უთანხმებდა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის ალანა გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან ევაკუაციის საკითხს, როცა, სრულიად დაუცველი ქართული მოსახლეობა ხელში შეატოვა რუსეთის არმიას, თუ ჩემს ხელთ არსებულმა რაიმე სხვა ინფორმაციამ აღძრა ხელისუფლების აგრესია ჩემი მისამართით. თავშესაფრის მოთხოვნა ერთადერთი გარანტირებული გზა იყო, რომ ფილმი დასრულებულიყო იმ სახით, რა სახითაც მას საზოგადოება აუცილებლად ნახავს“.

ახალი ამბები