კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ სურს მსოფლიოს საიდუმლო პოლიციას, რომ თქვენ facebook-ზე დარეგისტრირდეთ?

11 იანვარი, 2011

ინტერნეტ-დისკუსიებში ხელისუფლების მიერ დაქირავებული ჯგუფები ერთვებიან

The Sunday Times-ის მიხედვით

ინტერნეტი მხოლოდ განმათავისუფლებელი ძალა არ არის. მისი საშუალებით ავტორიტარული რეჟიმები სხვაგვარად მოაზროვნეებს დევნიან და საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირებას ახდენენ.

ექსპერტების განცხადებით, მაგალითად, რუსეთის ხელისუფლებას ეშინია, რომ მის მიერ სრულად კონტროლირებადი სატელევიზიო სამყაროდან ინტერნეტის ანარქიულ სამყაროში გადასვლამ, შესაძლოა, მას ხელი შეუშალოს დღის წესრიგის დამყარებასა და იმაში, რომ ახალ ამბებზე საზოგადოების რეაქცია განსაზღვროს.

ამიტომ, ექსპერტების შეფასებით, ინტერნეტის კონტროლის ყველაზე ეფექტური სისტემა არის არა მკაცრი ცენზურა, არამედ სისტემა, როდესაც ცენზურის აუცილებლობა არ არსებობს.

კიდევ ერთი მაგალითია ირანის 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ოპოზიციონერი აქტივისტები Twitter-ით სარგებლობდნენ და შედეგად, რამდენიმე პოლიტიკოსსა და მიმომხილველში ეიფორია გამოიწვიეს.

ბევრმა ამაში მთელ მსოფლიოში ავტორიტარიზმის სწრაფი დასასრული დაინახა, თუმცა რამდენიმე თვეში „მწვანე მოძრაობა“ გაქრა, ირანულმა პოლიციამ კი ოპოზიციის მეთაურთა ძებნა სწორედ ქსელში განთავსებული ფოტო და ვიდეომასალების, ასევე პირადი მონაცემების საფუძველზე დაიწყო.

ისლამის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ირანელებს ეგზავნებოდათ შეტყობინებები, რომლებიც ქვეყანაში დარჩენილი მათი ნათესავებისადმი მუქარებს შეიცავდა. Twitter-ი პროსახელისუფლო განცხადებებით გაივსო, და მიზეზი მისი მომხმარებლის მიერ აჰმადინეჟადის უეცარი შეყვარება არ ყოფილა.

ნათელი გახდა, რომ Twitter-რევოლუცია, რომელიც დასავლეთში ნაჩქარევად გამოაცხადეს, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო.

ინტერნეტის საშუალებით ხელისუფლება ცდილობს, გავლენა მოახდინოს ხალხში მოარულ იდეებზე.

ჩინეთში მოქმედებს ე.წ. ორმოცდაათცენტიანი არმია, რომელშიც 280 ათასი ბლოგერი ერთიანდება და რომლებიც გასამრჯელოს სანაცვლოდ ინტერნეტში დისკუსიებს „იდეოლოგიურად სწორ კალაპოტში“ მიმართავენ. მსგავსი „კიბერჰიბრიდები“ სხვა ქვეყნებშიც იქმნება, მაგალითად, აზერბაიჯანში, კუბასა და ვენესუელაში.

რეალობა ასევე უარყოფს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ინტერნეტი ცრურწმენების ნგრევას, ტოლერანტობის განვითარებასა და კულტურულ-რელიგიური საზღვრების გადალახვას უწყობს ხელს. ექსპერტების ნაწილის თქმით, ინტერნეტი აძლიერებს რელიგიურ განსხვავებებს, ნაციონალისტურ და კულტურულ ტენდენციებს და შესაბამისად, გლობალურ პოლიტიკას დამატებით სირთულეებს, უთანხმოებასა და კონფლიქტებს უქმნის.

ამასთან, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ „ფეისბუქზე“ განთავსებული დახურული ინფორმაციის საფუძველზეც კი ადამიანის შესახებ საკმაოდ ბევრი და ზუსტი მონაცემების მიღებაა შესაძლებელი.

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=22097&ct=23

ახალი ამბები