კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"არა" სახალხო დამცველისგან მარი მაზიაშვილზე განხორციელებული ზეწოლის შესწავლასმოითხოვს

11 იანვარი, 2011

ახალგაზრდულმა მოძრაობა "არა"მ სახალხო დამცველს  მისი წევრის, მარი მაზიაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარებთან დაკავშირებით საქმის შესწავლის თხოვნით მიმართა.

როგორც მოძრაობის ლიდერმა ლევან ჩიტაძემ სახალხოდამცველის ოფისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მარი მაზიაშვილმა 5 იანვარს, გმირთა მოედანზე ვეტერანების მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა, 6 იანვარს კი სახლთან დაუხვდნენ და დაემუქრნენ.

პრესკონფერენციას ესწრებოდა თავად მარი მაზიაშვილიც, რომელმაც მუქარაზე თავად ისაუბრა.

მისი თქმით, 6 იანვარს, 6.00 საათზე, როდესაც სახლიდან გამოდიოდა და მეგობართან მიდიოდა, სადარბაზოსთან დახვდა ორი პირი, რომლებიც მას დაემუქრნენ.

"მათ მითხრეს, რომ რატომ არ ვემორჩილებოდი მათ და რატომ ვაგრძელებდი აქციებში მონაწილეობას. მითხრეს, რომ ცოცხალს რომ მტოვებდნენ, ეს ჩემი დაბადების დღის საჩუქარი იყო. ჩემი დაბადების დღე 7 იანვარსაა და როგორც ჩანს, მათ ეს იცოდნენ.მანამდე, 19 აგვისტოსაც დამემუქრნენ", განაცხადა მაზიაშვილმა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ოფისის გარდა, ის საჩივარს პროკურატურაშიც შეიტანს.

როგორც სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა სოფო ბენაშვილმა განაცხადა, მათ მიმართა არასრულწლოვანმა მარი მაზიაშვილმა, თუმცა მისიგ ანმარტებით კანონმდებლობიდან გამომდინარე, აუცილებელია მშობლის თანხმობა და ხელმოწერა ამ მიმართვასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეისწავლიან აღნიშნულ განცხადებას.
 
ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები