კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადმინისტრაციული პატიმრობისას პირს ფერადი ფანქრების, ბანქოსა და ჩაქუჩის ქონა ეკრძალება

11 იანვარი, 2011
ადმინისტრაციული პატიმრობისას პირს ფერადი ფანქრების, ბანქოსა და ჩაქუჩის ქონა ეკრძალება.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება უკვეძალაშია, რომლითაც განისაზღვრა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელთა შენახვა და გამოყენება ადმინისტრაციული პატიმრობა შეფარდებულ მსჯავრდებულს ეკრძალება.

კერძოდ, მსჯავრდებულს ეკრძალება შეინახოს სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები,ნივთები და ნივთიერებები; ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.სატრანსპორტო საშუალებები; ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები;ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები; ოპტიკური ხელსაწყოები; საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი,შაქარი; ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, მათ შორის ლუდი; სუნამოები,ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები; გადასამრავლებელი აპარატები; დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, სანთებლები; ნაჯახები, ჩაქუჩებიდა სხვა ინსტრუმენტები; ბანქო; ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები,ვიდეოკამერები; მობილური ტელეფონები; ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისადა ფასეულობების ქვითრის გარდა); ტოპოგრაფიული რუკები და კომპასები; დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი; ფერადი ფანქრები, საღებავები,კოპირების ქაღალდი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები