კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატებს უფლებები ეზრდებათ

11 იანვარი, 2011
ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეხვედრისას, გარკვეული უფლებები ეზრდებათ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ წესი უკვე დამტკიცდა.

გასულ წელს მოქმედ წესთან შედარებით, მიმდინარე წელს ადვოკატებს ახალი უფლება მიეცემათ. კერძოდ, დამცველს თუ ადვოკატს უფლება ექნება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ რამდენიმე ბრალდებულს თუ მსჯავრდებულს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობენ.

ზოგადად კი, ადვოკატს ერთ შესვლაზე მხოლოდ ერთ პატიმართან შეხვედრის უფლება აქვს, სხვა დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში კი, რიგითობა უნდა დაიცვას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები