კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადმინისტრაციული პატიმრობისას მსჯავრდებულს ტელევიზორის ან რადიომიმღების ქონის უფლება ექნება

11 იანვარი, 2011
ადმინისტრაციული პატიმრობისას მსჯავრდებულს პირადი ტელევიზორის, ან რადიომიმღების ქონის უფლება ექნება.

გარკვეული ნივთების ჩამონათვალი, რომელთა ქონის უფლება ადმინისტრაციული პატიმრობისას აქვს პირს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.

ბრძანების თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობისას პირს უფლება აქვს თან იქონიოს და/ან მაღაზიაში შეიძინოს თამბაქო და ასანთი; ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები; საცვლები (თბილი და უბრალო); ცხვირსახოცები, ქამრები, წინდები, კოლგოტკები, ხელთათმანები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები; ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი, თმის სამაგრი სავარცხელი); თავსაფრები, რეიტუზები, ქამრები, ბიუსტჰალტერები, მარლა, ჰიგიენური პაკეტები, თმის სამაგრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი, კოსმეტიკური ნივთები (ქალებისათვის); სარკე, მექანიკური, ელექტრო ან ერთჯერადი სამართებელი (ბრიტვა); ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ჯაგრისები, ფეხსაცმლის საცხი; პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები; სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი; სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, უბრალო ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები; ლიტერატურა; ფოტოგრაფიები, ფოტოალბომები; სპორტული ტანსაცმელი; ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები; არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები; ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით); არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული მაჯისა და ჯიბის საათები; პირადი ტელევიზორი ან რადიომიმღები; წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის აღნიშნული ბრძანება, უკვე ძალაშია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები