კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომის ვეტერანების საპროტესტო აქციის დაშლას ფართო კრიტიკა მოჰყვა

13 იანვარი, 2011
foreignpress.ge 

3 იანვარს, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების დაშლა და დაპატიმრება, რომლებიც თბილისში საჯარო პროტესტს გამოხატავდნენ იმ სოციალური შეღავათების გაუქმების გამო, რომლითაც ისინი მანამდე სარგებლობდნენ, ფართოდ გააკრტიკეს ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.

აქციის მონაწილეები 1992–93 წლის აფხაზეთის და 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომის ვეტერანები არიან. თეთრთმეტ მათგანს წვრილმანი ხულიგნობისა ან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება წაუყენეს. 4 იანვარს თბილისის სასამართლომ თითოეული მათგანი 400 ლარით ($225) დააჯარიმა. „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენელმა – იმ კავშირისა, რომელიც ომის ვეტერანებს  წარმოადგენს, „kavkaz-uzel.ru“–ს განუცხადა, რომ ჯარიმებს შეიძლება ახალი პროტესტი მოჰყვეს, რადგან ვეტერანებს ამ თანხის გადასახდელი ფული ფიზიკურად არ აქვთ.

„კავკას–პრესის“ ინფორმაციით, 6 იანვარს, „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა გია ყარყარაშვილმა, რომელიც 1992–93 წლის აფხაზეთის ომის დროს ქართულ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა და 1993–94 წლებში თავდაცვის მინისტრად მუშაობდა, იმ დროს როდესაც საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე იყო, განაცხადა, რომ ლეგიონი ამ ჯარიმების გაუქმებას შეეცდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ვეტერანებმა უარი უთხრეს საპატრულო პოლიციას თხოვნაზე, აეღოთ გმირთა მემორიალთან გაშლილი კარვები, პოლიციის თანამშრომლებს წინააღდმეგობა გაუწიეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სამინისტროს 4 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ აქცის ზოგიერთი მონაწილე „აშკარად ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იყო“. ადვოკატმა გია ნიკოლაიშვილმა, რომელიც ვეტერანებს წარმოადგენს, 4 იანვარს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება („კავკას–პრესი“).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის სიზუსტე ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმაც. 4 იანვრის საღამოს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, მან აღნიშნა, რომ აქცია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა. შემდეგ ის აღნიშნავს, რომ ვიდეო კადრებში გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები არსად არ ჩანს, რაც საეჭვოს ხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, თითქოს ვეტერანებმა კარვების აღებაზე უარი თქვეს.

ტუღუშმა განაცხადა, რომ ვიდეო მასალაში კარგად ჩანან როგორც ფორმიანი პოლიციელები, ასევე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ და სცემენ აქციის მონაწილების, რომლებიც მათ ანალოგიურად არ პასუხობენ. ამის საფუძველზე, ტუღუშმა დაადასტურა, რომ პოლიციის მოქმედება უკანონო იყო და ოფიციალურად მოუწოდა გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადეკვატური ნაბიჯები გადადგან დამნაშავეთა დადგენისა და მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის წარდგენისთვის.
 
ოფიციალური გამოძიება მოითხოვეს ასევე ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და უფლებადამცველმა ჯგუფებმა, ისევე როგორც აშშ–ს ელჩმა ჯონ ბასმა, რომელმაც 5 იანვარს განაცხადა, რომ ის „შეშფოთებულია“ ცნობებით პოლიციის იმ ტიპის ძალადობის შესახებ, რომლის „ადგილიც დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის“.
 
პოლიციის თანამშრომელი, რომელიც კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ქალბატონს, რომელიც ოპოზიციური „ქართული პარტიის“ წევრია, სკანდალის დროს სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

იმ სამი ტელეკომპანიიდან („რუსთავი 2“, „იმედი“ და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული „საზოგადოებრივი მაუწყებელი“), რომელიც ნაციონალური მასშტაბით მაუწყებლობს, არცერთმა არ გააშუქა „ახალ ამბებში“ აქციის დაშლის ფაქტი იმ დღეს, როდესაც ის მოხდა. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 5 იანვარს განმარტა, რომ მას არ გააჩნდა პოლიციის ჩარევის ვიდეო კადრები.
 
უფლებებისა და პოლიციის არასწორი ქმედებისგან დამოუკიდებლად, ინციდენტმა ცხადყო, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების რეაქცია კრიტიკაზე, და მეორე, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მზადყოფნა, გამოიყენონ ნებისმიერი შესაძლებლობა ქვეყნის ხელისუფლების ცუდ ფერებში წარმოჩენისთვის.

პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ პოლიციის ქმედებას უწოდა „დიქტატორული რეჟიმის დამკვიდრებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი“ („კავკას–პრესი, 4 იანვარი). ყოფილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტიამ „სამართლიანი საქართველოსთვის“ აქციის დარბევაზე ბრძანების გაცემაში პირდაპირ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა („კავკას–პრესი“, 5 იანვარი).

ახალი ამბები