კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებს ვეტერანთა აქციის დაშლაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

13 იანვარი, 2011
"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს ომის ვეტერანთა აქციის ძალის გამოყენებით დაშლის თაობაზე საგანგებო მიმართვას უგზავნის და მათ რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

მიმართვის ტექსტი სოზარ სუბარმა მედიის წარმომადგენლებს პარტიის ოფისში გააცნო. "ქართული პარტიის" თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული აქცია მიმდინარეობდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის სრული დაცვით, ხოლო პირები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აკავებდნენ შეკრების მონაწილეებს, ატარებდნენ სამოქალაქო ფორმას, რაც მათ იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდიდა.

მიმართვის ტექსტში "ქართული პარტიის" თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ მოსამართლე მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო და უარი თქვა ვიდეომასალის გაცნობაზე, სადაც მისივე თქმით, ნათლად ჩანს, რომ დაკავებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. უფრო მეტიც, სწორედ აქციის მონაწილეებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

"საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნაზე, უცხოურ გაზეთებსა და ინტერვიუებში ბევრს ლაპარაკობს თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და მოდერნიზაციაზე. მას ხშირად იხსნიებენ, როგორც რეფორმატორ ლიდერს, რომელიც ცდილობს ჩამორჩენილი ქვეყანა ევროპული ტიპის სახელმწიფოდ აქციოს. მაგრამ ევროპული ორიენტაცია, ჩემის აზრით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაში, კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულებაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, პიროვნების ღირსების პატივისცემაში უნდა გამოიხატებოდეს", - აცხადებს სოზარ სუბარი.

მისივე თქმით, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს საქართველოში სისტემატიური ხასიათი აქვს და მყარ ტენდენციადაა ჩამოყალიბებული. "ქართული პარტიის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია ასეთ ფაქტებზე არის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ქმედითი ფაქტორი, რასაც საქართველოს მთავრობა მეტნაკლებად რაღაც ანგარიშს უწევს.

"ამის დასტურია თუნდაც ის, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა ცალსახად დაგმო ვეტერანების დარბევის ფაქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დარბევის მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელი ძალის გადამეტების გამო სამსახურიდან გათავისუფლდა", - აღნიშნულია სოზარ სუბარის საგანგებო მიმართვაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები