კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"კონსერვატორები" ახალ საგადასახადო კოდექსს აპროტესტებენ

13 იანვარი, 2011
"კონსერვატორული პარტიის" წევრებმა ახალი საგადასახადო კოდექსი გააპროტესტეს . ლაშა ჩხარტიშვილმა და ალეკო შალამბერიძემ ბრიფინგი წვრილ მევაჭრეებთან ერთად, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს.

როგორც ბრიფინგზე შალამბერიძემ განაცხადა, ახალი კოდექსი მოვაჭრეებს ატერორებს.

"ახალი საგადასახადო კოდექსით, ყოველი ბაზრობის დირექტორი სახელმწიფო საგადასახადო აგენტი ხდება, რომელმაც გადასახადები მოვაჭრეებისგან უნდა ამოიღოს და ეს გადასახადები ძალიან მაღალია. ეს ადამიანები წვრილი მოვაჭრეები არიან, მიკრობიზნესის კლასიფიკაციაში ვერ გაიყვანეს და მცირე მეწარმეების სტატუსი მიანიჭეს, შედეგად კი, ყოვეთვიურად საქონლის ბრუნვიდან მიღებული თანხის 5%-ის გადახდა და ახალი სალარო აპარატების შეძენა მოუწევთ", _ აღნიშნა შალაბმერიძემ.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით კი, ხელისუფლება ეკონომიკური საქმიანობოს ყველა სფეროს მონოპოლიზაციას ცდილობს.

"ხელისუფლებამ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა წვრილ მოვაჭრეებს, სურთ, რომ ყველა სფერო სააკაშვილისა და მასთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდეს. გართულებული საგადასახო კოდექსის მიზანი არა ბიუჯეტის თანხების ზრდა, არამედ მცირე მეწარმეების გაკოტრებაა", _ აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები