კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეკობრეები ქართველ მეზღვაურებს ფიზიკურად უსწორდებიან

17 იანვარი, 2011
თხუთმეტი ქართველი მეზღვაური უკვე ოთხ თვეზე მეტია, სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფება. მეკობრეები მათ გასათავისუფლებლად მილიონ დოლარს ითხოვენ.

სომალელი მეკობრეები ქართველ მეზღვაურებს ფიზიკურად უსწორდებიან - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დატყვევებული მეზღვაურის მამა, სერგო დევაძე ავრცელებს: „ძალიან კრიტიკული სიტუაციაა. ბიჭებმა მითხრეს, რომ უკვე ხუთი დღეა, მათ საკვები არ მიეწოდებათ. ყვებიან, რომ მეკობრეები მათ ღამის საათებში სასტიკად სცემენ“.

10 იანვარს სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული 15 მეზღვაურის ოჯახის წევრებმა აჭარის მთავრობის რეზიდენციის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. დილით ტყვეები ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და შველა სთხოვეს. მთავრობის სახლის წინ შეკრებილებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე შეხვდა და მოგვიანებით ინფორმაციის მიწოდებას დაჰპირდა.
 
როგორც ცნობილია, მეზღვაურების დასახმარებლად თანხასაც აგროვებენ. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა რაოდენობის თანხაა შეგროვებული მათთვის.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები