კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო მფრინავების ადვოკატი სასამართლოს და გამოძიებას ბრალდებულების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

17 იანვარი, 2011
სპეცოპერაცია „ენვერის“ შედეგად დაკავებული სამხედრო მფრინავების ადვოკატი მურმან ქამადაძე გამოძიებას და სასამართლოს ბრალდებულების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს .

როგორც მურმან ქამადაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფების ვიაჩესლავ პლუჟნიკოვის და გოჩა დიასამიძის უფლებები ირღვევა, როდესაც ადვოკატს არ აძლევენ საქმის მასალების ქსეროასლების გაკეთების შესაძლებლობას.

ქამადაძის თქმით, საქმის მასალები რომ ჰქონდეს, გაცილებით ეფექტურად იმუშავებდა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოძიება და სასამართლო ვალდებულები არიან საქმე დაცვის მხარისთვისაც ხელმისაწვდომი გახადონ, ადვოკატს საქმის ქსეროასლების გაკეთების შესაძლებლობა მისცენ. ქამადაძის თქმით, მას მხოლოდ საქმის ადგილზე დაცნობის შესაძლებლობა მისცეს.

იგი აღნიშნავს, რომ საქმის მასალების უქონლობა ხელს შეუშლის სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას.

საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განსახილველად უკვე გადაიგზავნა, თუმცა პროცესი ჯერ დანიშნული არ არის. საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს.

შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სპეცოპარაცია „ენვერის“ შედეგად 15 პირი დააკავეს. მათგან ორთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.13 დაკავებულიდან 4 რუსეთის, ცხრა კი საქართველოს მოქალაქეა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები