კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაჭრობის გადანაწილების სქემა გორში

17 იანვარი, 2011
საბა წიწიკაშვილი, გორი

ჯემალ წიკლაური 2004 წლამდე გორის აგრარული ბაზრის მფლობელი იყო. სახელმწიფომ მისი სავაჭრო ცენტრი მაშინ გადაიფორმა, როცა წიკლაური  ციხეში 9 კგ ხორცის წონის დაკლებისთვის სასჯელს იხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ „მყიდველს“ ხორცი წონაში ბაზრის დირექტორმა კი არა, ერთ-ერთმა მოვაჭრემ დააკლო, სისხლის სამართლის საქმე მაინც დირექტორის მიმართ აღიძრა და პასუხიც მან აგო.
 
ჯემალ წიკლაურთან ციხეში რამდენჯერმე მაშინდელი გუბერნატორი და პროკურორი შევიდნენ და პირადად მოითხოვეს  ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა. ექვსთვიანი ტყვეობის შემდეგ წიკლაურმა ბაზარი სახელმწიფოს გადასცა და ამით თავისუფლება იყიდა.

ამის შემდეგ ქალაქ გორის ცენტრში 1,8 ჰა-ზეა გაშლილი აგრარული ბაზარი სახელმწიფომ „ქართულ-ებრაულ კომპანიას“ 700 000 დოლარად მიჰყიდა. ჯემალ წიკლაური კი ქონების დასაბრუნებლად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩივის. სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დახმარებით სტრასბურგში უკვე  გაიგზავნა.

„ქართულ-ებრაული კომპანია“ ქალაქის ტერიტორიაზე ახალი აგრარული ბაზრის აშენებას გეგმავს. მას გორის საკრებულო ქალაქის ტერიტორიაზე 40 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას ოფიციალურად  ჰპირდება. ახალ ტერიტორიაზე კომპანიამ 17 თვის განმავლობაში ახალი კონსტუქციები უნდა ააგოს. თუკი წიკლაური ძველ ბაზარს დაიბრუნებს, „ქართულ-ებრაულ კომპანიას“ ამ დროისთვის ახალი ბაზარი უკვე აშენებული ექნება. სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელი განაჩენის შიშს უკავშირებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის წარმომადგენლები ახალი ბაზრის მშენებლობის დაწყებას. პარალელურად, შესაძლოა, ძველი აგრარული ბაზარი გაუქმდეს და მის ადგილზე სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვებულ ჯემალ წიკლაურის ცარიელი ადგილი ან გამწვანებული ზონა დახვდეს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია.

მანამდე კი გორის საკრებულო სულ სხვა სამართლებრივ კაზუსებს უშვებდა. კერძოდ: ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძემ გასული წლის 2010 წლის 21 დეკემბერს დამტკიცებულ #134 განკარგულებაში  ცვლილებები ისე შეიტანა, რომ ამისთვის ახალი საკრებულოს სხდომა არ მოუწვევია. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი აღნიშნული განკარგულების იმ პუნქტს აპროტესტებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 1,4 ჰა მწვანე ზოლი აგრარულ ბაზარს გადაეცა  აგრარული ბაზრის მოსაწყობად. დღეს  განკარგულება აბსოლუტურად სხვა შინაარსისაა (ამ ამბის სრული ვერსია იხილეთ: http://kartliskhma.wordpress.com/2010/12/26/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B/  ). 

განკარგულების შეცვლილ ვარიანტში აღნიშნულია, რომ გორის სავაჭრო ცენტრი ახალ აგრარულ ბაზარს მოაწყობს არა მისთვის იჯარით გადაცემულ 1,4 ჰა მწვანე ზოლზე, არამედ სხვაგან. კერძოდ გორის საკრებულო იღებს ხელშეწყობის ვალდებულებას, რათა სავაჭრო ცენტრმა ქალაქის ტერტორიაზე შეიძინოს დამატებით შესაბამისი 4,0 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც მოაწყობს ახალ აგრარულ ბაზარს 17 თვის განმვლობაში. აღნიშნული შეცვლილი განკარგულება ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს.

გორის ბაზრის დირექცია ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს. საკრებულოს განკარგულებით კი ის გარემოვაჭრეები არიან უკმაყოფილოები, რომლებიც მწვანე ზოლზე ვაჭრობდნენ.

„ჩვენთან მოვიდა გუბერნატორი არსოშვილი და პირადად დაელაპარა ბაზრის დირექტორს. არსოშვილმა უთხრა - შენ ხომ შემპირდი, რომ სკვერიდან ვაჭრების აყრის შემთხვევაში, მათ ბაზრის ტერიტორიაზე შეიყვანდიო. ბაზრის დირექტორმა უპასუხა, რომ მას ყველა გარემოვაჭრის დაკმაყოფილების საშუალება არა აქვს.

ბაზრის გარშემო არსებული სკვერიდან კი გარემოვაჭრეებს (განკარგულების პირველი ვარიანტის მიხედვით) 1 თებერვლამდე ჰქონდათ  ვაჭრობის უფლება. განკარგულების შეცვლილ ვარიანტში ეს პუნქტი ამოღებულია. აქ მხოლოდ  აღნიშნულია, რომ განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. 21 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულება ძალაში 21 იანვრიდან შევა. შესაბამისად უკმაყოფილო გარემოვაჭრეებს მისი გასაჩივრების უფლება მას შემდეგ აღარ ექნებათ. გარემოვაჭრეები აღნიშნული განკარგულების გასაჩივრებას 21 იანვრამდე აპირებენ.

საბოლოო ჯამში სურათი ასეთია. გორის სავაჭრო ცენტრს უკავია 1,8 ჰა მიწის ფართობი. იჯარით გადაეცა 1,4 ჰა მწვანე ზოლი კეთილმოწყობის მიზნით, ხოლო ახალი აგრარული ბაზრის მოსაწყობად თითქმის გამოძებნილია 40 ათასი კვ.მ  მიწის ნაკვეთი. საბოლოო ჯამში ის  პატარა გორში დაიკავებს 7,2 ჰა მიწის ნაკვეთს.

ახალი ამბები