კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მშვიდობიანი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 142-ე ადგილზე მოხვდა

18 იანვარი, 2011
ბრიტანული გაზეთ Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ მშვიდობიანი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 142-ე ადგილზე მოხვდა.

გამოცემამ ქვეყნების სია "მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის" კვლევის შედეგების მიხედვით გამოაქვეყნა. საქართველოს ინდექსი 2.970-ით განისაზღვრა და 149 სახელმწიფოს შორის 142-ე ადგილი დაიკავა, 143 ადგილზე კი რუსეთია.

საქართველოსა და რუსეთთან ერთად, მშვიდობის თვალსაზრისით გაუარესებაა კვიპროსში, ფილიპინებსა და სირიაში.

მშვიდობიანი ქვეყნების რეიტინგში სომხეთი 113-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 119-ზე, ხოლო თურქეთი - 126-ე ადგილზე.

პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან ყველაზე მშვიდობიან ქვეყნებად დასახელდნენ ლიტვა (42-ე), ესტონეთი (46-ე) და ლატვია (54-ე).

ამერიკის შეერთებული შტატები „მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში 85-ე ადგილზე იმყოფება.

ინსტიტუტი ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად ახალ ზელანდიას ასახელებს. ათეულში შევიდნენ ისლანდია, იაპონია, ავსტრია, ნორვეგია, ირლანდია, ლუქსემბურგი, დანია, შვედეთი და ფინეთი.

ბოლო ათეულში კი არიან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩადი, საქართველო, რუსეთი, ისრაელი, პაკისტანი, სუდანი, ავღანეთი, სომალი და ერაყი.

კვლევა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩატარდა: ქვეყნის მიერ გაღებული სამხედრო ხარჯები; მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა; ადამიანთა უფლებების დაცვა; ბიზნესგარემო; ინფორმაციის თავისუფლება; განათლებისა და კორუფციის დონე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები