კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იტყუება

18 იანვარი, 2011
გმირთა მოედანზე ვეტერანთა მხარდასაჭერ აქციაზე 4 იანვარს აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი უკმაყოფილება გამოხატეს. მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სათანადოდ არ აშუქებს თბილისში მიმდინარე ვეტერანთა აქციებს.

3 იანვარს გმირთა მოედანზე პოლიციამ დაარბია მოშიმშილე ომის ვეტერანები, რომლებიც საკუთარ გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებდნენ. 11 ვეტარენი დააკავეს და 4 იანვარს გაათავისუფლეს, 400-400 ლარით დააჯარიმების შემდეგ.

„ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა საზოგადოებრვი მაუწყებლის განცხადება, რომლის მიხედვით, „გია ჭანტურიასთვის ვეტერანთა გუშინდელი აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით კრიტიკა მიუღებელია“.

საინფორმაციო სააგენტო ასევე წერს: „ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ აშუქებს სათანადოდ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვეტერანების აქციას, მათ დარბევას და შემდგომ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისი ინფორმაცია ჭანტურიამ ტელეფონით გადაამოწმა. შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ლაივ სინქრონი“ გუშინ 16.00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ნამდვილად გავიდა. მისივე თქმით, ეს აქცია ნამდვილად შუქდება და საყვედური მისთვის მიუღებელია“.

ნეტგაზეთმა გადაამოწმა 3 იანვრის მოამბის 16:00 და 20:00 საათიანი გამოშვებები, თუმცა ვეტერანთა აქციისა და დარბევის შესახებ ეთერში არანაირი სიუჟეტი არ გასულა. 4 იანვრის საინფორმაციო გამოშვებებში კი პირველმა არხმა ვეტერანთა აქციებს 16:00 და 20:00 საათიან გამოშვებებში თითო-თითო სიუჟეტი მიუძღვნა. 

ონლაინ გამოცემა civil.ge 4 იანვარს ასევე წერს, რომ  „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურადღების მიღმა დარჩა 3  იანვარს გმირთა მოედანზე პოლიციის მიერ მოშიმშილე ომის ვეტერანების აქციის დაშლა.

მიუხედავად ამისა, ვეტერანთა აქცებზე პირველი არხის, რუსთავი 2-სა და იმედის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობდა.

თაზო კუპრეიშვილი, netgazeti.ge

ახალი ამბები