კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი შესაძლოა, დაფინანსების გარეშე დარჩეს

18 იანვარი, 2011
ახალგორის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი შესაძლოა, დაფინანსების გარეშე დარჩეს.  ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა თამარ მეარაყიშვილმა განუცხადა.

„ამ ვარაუდის საფუძველს ის ფაქტი მაძლევს, რომ წეროვანში, დევნილთა ჩასახლებაში ანალოგიური სახლი გაიხსნა, რომელსაც სხვა ხელმძღვანელი ჰყავს. ჩემს მასწავლებლებს გამოუცხადეს, რომ ვინც იქ არ გადავა სამუშაოდ, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება უნდა დაწერონ. მართალია, ჩვენთვის ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ ახალგორის მოსაწავლე ახალგაზრდობის სახლს დაფინასება შეუწყვიტეს, მაგრამ შარშან სწორედ ასეთი მდგომარეობა იყო ახალგორის ბაგა-ბაღთან დაკავშირებით – ბაღი წეროვანში გახსნეს და ახალგორის ბაღს დაფინანსება შეუწყვიტეს“, - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

მისივე თქმით, თუ იანვრის ბოლოს ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებს ხელფასები არ ჩაურიცხეს, ეს დაფინანასების შეწყვეტის ნიშანი იქნება და იგი ამ შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს.

თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 13 წრე ფუნქციონირებს, სადაც 60 მოსწავლე სწავლობს. სახლი ყოველთვიურად აწყობს სხვადსხვა ღონისძიებას და ექსკურსიებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები