კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლუკაშენკოს პოლონეთში შესვლა აუკრძალეს

18 იანვარი, 2011
პოლონეთმა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს და რიგ ბელორუს მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა . „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ პოლონული საინფორმაციო სააგენტოები პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან.

ბელორუსის ხელისუფლების წარმომადგენელთა სია, რომლებსაც პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ, არის ვარშავის პასუხი 19 დეკემბერს მინსკში ოპოზიციის აქციის დარბევაზე.

„პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გარდა, სიაში მოხვდნენ ბელორუსი მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ოპოზიციის დევნაზე“, - წერს პოლონური სააგენტო „პაპ“.
 
ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები 19 დეკემბერს გაიმართა. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ მინსკის ცენტრში არასანქცირებული მიტინგი გამართა. მილიციამ აქცია დაარბია და პრეზიდენტობის ექსკანდიდატების ჩათვლით, 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მასობრივი არეულობის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რიგმა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიტინგის დარბევა მკაცრად გააკრიტიკეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები