კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველმა მესაზღვრეებმა დაღესტნელი ცოლ-ქმარი საქართველოში არ შემოუშვეს

21 იანვარი, 2011
ქართველმა მესაზღვრეებმა „ზემო ლარსზე“ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს დაღესტნელ ცოლ-ქმარს, რომლებსაც რუსეთის ე. წ. საზღვარგარეთული პასპორტის გარდა, შენგენის ვიზებიც ჰქონდათ.

ალი ხაზბულატოვის განმარტებით, რომელიც ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში მეუღლესთან ერთად არ შეუშვეს, მას საბუთები წესრიგში ჰქონდა. მან მესაზღვრეებს საქართველოს იმ მოქალაქეების ტელეფონების ნომრების
ვერ მიუთითა, ვისთანაც სტუმრად ჩასვლას გეგმავდა.

ალი ხაზბულატოვის თქმით, მას 20 წელი არ ჰყავდა ნანახი თავის ქართველი მეგობარი და მისი მონახულება სურდა. რუსმა მესაზღვრეებმა „რია ნოვოსტის“  დაუდასტურეს, რომ ხაზბულატოვების ოჯახი 14 იანვარს მართლაც ცდილობდა საქართველოს ტერიტორიაზე „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის საშუალებით შესვლას.

ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრ სოლოდის ინფორმაციით, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე ჩრდილოეთ კავკასიელი მოქალაქეების საქართველოში არშეშვების ხუთზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

2010 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის უფლება მიეცათ.

ეს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ხლოპონინმა „სააკაშვილის პოლიტიკურ შანტაჟად და კავკასიაში საერთო დესტაბილიზაციის კონცეფციის ნაწილად“ შეაფასა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები