კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი, რომელსაც 25 წელი აქვს მისჯილი, ალაპარაკდა

21 იანვარი, 2011
საბა წიწიკაშვილი, გორი

„ამ წერილს ვწერ დიდი შიშით. აქამდე მქონდა შიში და ახლა ვბედავ და გაწვდით იმ ინფორმაციას, რაც სინამდვილეა“, - გვწერს ციხიდან დავით ღოლიჯაშვილი, რომელსაც 25-წლიანი პატიმრობაა აქვს მისჯილი ამსტერდამიდან სუბოტექსის შემოტანის ბრალდებით. ამავე საქმეზე დაკავებული უშიშროების თანამშრომელი ლევან ალელიშვილი დაკავებიდან რამდენიმე დღეში საკანში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო. თუმცა არის მეორე ვერსია, რომ ის „მოიცილეს“. დავით ღოლიჯაშვილს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი ბრალს დებს, რომ სუბოტექსი უშიშროების თანამშრომელს ალელიშვილს ჩამოუტანა. ღოლიჯაშვილს ჯანმრთელობა შეერყა და ამჯერად თავისუფლად გადაადგილების საშუალება არა აქვს.

რა მოხდა რეალურად? გორში მცხოვრები დავით ღოლიჯაშვილი დიღმის ტრასაზე, გადასახვევთან 2007 წლის 1 თებერვალს დააკავეს. მას იმ მომენტში ჯიბიდან სამი აბი სუბოტექსი „ამოუღეს“.

„უცებ გადამიდგა შავი ფერის ჯიპი, გადმოხტნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები. ატეხეს სროლა, ტყვიები მანქანის საბურავებს ესროლეს. გადმომათრიეს მანქანიდან ცემა-ტყეპით. დამაგდეს ძირს. ვინ მირტყავდა და ვინ არა, ვერ გავიგე, გაოგნებული ვიყავი. ყველა ფეხით შემეხო. ერთი ყვიროდა - დაბრიდეთ, ამის დედაო. თან აგიხსნით, რომ ვარ ინვალიდი. ორივე ფეხზე მესაჭიროება მენჯ-ბარძაყის პროტეზირება (ხელოვნური სახსრები)“, - იხსენებს დავით ღოლიჯაშვილი.

ამის შემდეგ სოდ-ის თანამშრომლებმა დავით ღოლიჯაშვლის ჯიბიდან სამი ცალი სუბოტექსი „ამოუღეს“. ღოლიჯაშვილმა ყვირილი დაიწყო, რომ ეს აბები მას არ ეკუთვნოდა. ამავე დროს სოდის თანამშრომლებმა მისი საცხოვრებელი სახლი მოიკითხეს. ღოლიჯაშვილმა უთხრა, რომ ის ბებიასთან და პაპასთან ერთად ცხოვრობდა. დაკავებულთან ერთად სამართალდამცავები აღნიშნულ სახლში მივიდნენ. მეზობლები მოწმეებად არ დაისწრეს.

„ჩემი თვალით დავინახე, როგორ ამოიღო ერთმა ცელოფნის პარკით რაღაც და დადო. მაშინვე ვთქვი - რას აკეთებ-მეთქი. მათთვის მთავარი იყო, რომ მე უპატრონოდ ვიყავი და აკეთებდნენ ყველაფერს რაც უნდოდათ. ამოიღეს „ფაქტი“, მაგრამ ამით რატომ შეწყვიტეს ჩხრეკა? რატომ აღარ გააგრძელეს? ეჩქარებოდათ! ამით დავემშვიდობე მოხუცებს, ალბათ, სამუდამოდ. მაშინვე მიჭირდა სიარული და უარესი დამმართეს. მუხლებს მირტყამდნენ. კიბეებზე მიმათრევდნენ ხელით, და მეუბნებოდნენ, ეხლა იწყება მეორე ეტაპიო, ოხ, რას გიზამთ, ჯერ იქ მივიდეთო. როგორ აგიხსნათ, ვერ ვხსნი, რა დღეში მაგდებდნენ, რა დღეში ვიყავი. მიმიყვანესს ქალაქის სამმართველოში. დღესაც არ ვიცი, რომელ სართულზე ამათრიეს. იქ გავიგე რომ დაკავებული ჰყავდათ ლევან ალელიშვილი, რომელიც იყო აეროპორტში უშიშროების თანამშრომელი. მასთან მქონდა ახლო ურთიერთობა. ლევან ალელიშვილი გარდაიცვალა რუსთავის მე-6 საპყრობილეში. ამბობენ მოკლესო. ვყვიროდი - ადვოკატი მომიყვანეთ-მეთქი. ადვოკატი არა, შენი დედაო!..  ახლაც მეშინია მათი, მაგათი სახეების. ამას რომ ვწერ, უკვე ისე ვარ, რომ ჩემთვის სიცოცხლე უკვე გაუფასურებულია. რაც არ უნდა მიყონ, ჩემთვის აღარა აქვს მნიშვნელობა. რაღა უნდა მიყონ? ფაქტობრივად, დამხვრიტეს! იმხელა სროკი მომცეს უდანაშაულოს. ერთი იმის იმედი მაქვს, რომ ღმერთი არსებობს“, - გვწერს დავით ღოლიჯაშვილი.

როგორც საქმის მასალებიდან ვიგებთ, დავით ღოლიჯაშვილი ამსტერდამიდან ორი თვით ადრე 2006 წლის 27 დეკემბერს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ამსტერდამში მენჯ-ბარძაყის სამედიცინო პროფილაქტიკისთვის და ოპერაციისთვის მოსამზადებელი შემოწმების მიზნით იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნებულ ღოლიჯაშვილს და საერთოდ სხვა მგზავრებსაც აეროპორტში მკაცი შემოწმება ჩაუტარეს. შემდგომში დაკითხვის დროს სწორედ ეს დღე გაუხსენეს მას და დასდეს ბრალი, თითქოს მან 200 აბი სუბოტექსი ამსტერდამიდან იმ დროს ჩამოიტანა.

„დამსვეს ტახტზე. მათქმევინეს, ვითომ ამსტერდამიდან ვიღაც დათომ გამომატანა და თბილისში ვიღაც აჩიკო უნდა დამხვედროდა ტრაპთან და გადამეცა მისთვის. ის რომ არ დამხვდა, ავტობუსში დავტოვე ვითომ და პალაჟენია აეროპორტში იმის იყოო. ამის შემდეგ, გამიყვანეს სხვა კაბინეტში და იქ ის ადამიანი შემოვიდა, ვინც თავის აეროპორტში ყოფნა გამახსენა. იცი, ბიჭო მე ვინ ვარო? ლევან მარუაშვილსაც მე გავუჩალიჩეო და მე მოვახსნევინე სამსახურიდანო. მარუაშვილი ლევან ალელიშვილის მეზობელია და მეგობრები იყვნენ. ლევანი კრიტის უფროსი იყო და ალბათ, იმაზე მეუბნებოდა, მოვახსნევინეო. შენ საცოდავი ხარო და მაგრად მეცოდებიო - ვითომ ჩემი დარდი აწუხებდა. ისე შენც რა გაგიკეთაო, ისიც კი მითხრა - ტელეფონი კი არ დაკარგე, ლევანიმ აგაცალაო და ჩვენთან არისო. წინა დღეებში მე ტელეფონი დაკარგული მქონდა. ამის შემდეგ შემოვიდა გამომძიებელი რონი მესხი. მასთან ერთად დამიწყეს მოლაპარაკება, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება, თითქოს ეს ყველაფერი ხდებოდა ლევან ალელიშვილისგან. პირზე დაადექი ლევან ალელიშვილს, რომ სუბოტექს ჰყიდისო, თუ გინდა თავისუფალი იყოო. რონი მესხი მეუბნებოდა, შენ აღიარებითი ჩვენება დაწერე და 4 წელში გამოხვალო. აეროპორტის საქმე გაგვახსნევინეო. აი, ასეთ მდგომარეობაში ვიყავი. ამ ყველაფერს თან ახლდა ცემა. გამუდმებით მირტყავდნენ კუჭში - თქვი, ბიჭო! თქვი, ბიჭოო!“ - იხსნებს დავით ღოლიჯაშვილი.

დავით ღოლიჯაშვილმა პროკურორს აღიარებითი ჩვენება მისცა. თუმცა დაპირებული საპროცესო შეთანხმება არ შესრულდა. აღნიშნულმა საქმემ უზენაესი სასამართლო მოიარა და მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. დავით ღოლიჯაშვილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი იმდენად დასუსტებულია, რომ თუ არ მიხედეს, მალე მოკვდება.

„დამოუკიდებლად არათუ სიარული ან გადაადგილება, არამედ საწოლიდან წამოდგომაც კი უჭირს. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. როგორ შეიძლება, ადამიანს ასეთი რამე გაუკეთო?! წარმოიდგინეთ, რომ ბრალი ედება ამსტერდამიდან სუბოტექსების ჩამოტანა, როდესაც აეროპორტი გამოიარა და იქ ვერაფერი აღმოუჩინეს. აბრალებენ ასევე თითქოს აეროპორტის ავტობუსში ნაპოვნი სუბოტექსი 600 აბი მისი დაყრილია, მაშინ როცა ამის არც თვითმხილველი არსებობს, არც რაიმე მტკიცებულება. არ არსებობს თვით გარდაცვლილი ლევან ალელიშვილის ჩვენებაც, რომელთან კავშირსაც აბრალებენ ჩემს შვილს“, - ამბობს დავით ღოლიჯაშვლის მამა ვახტან ღოლიჯაშვილი.

ახალი ამბები