კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში შტატები 22 ერთეულამდე შემცირდა

25 იანვარი, 2011

მთავრობის დადგენილების თანახმად, რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ერთეული 55-ის ნაცვლად, 22 იქნება. მინისტრს აქამდე ოთხი მოადგილე ჰყავდა, ახალი გადაწყვეტილების მიხედვით კი, ერთი მოადგილე ეყოლება.

კერძოდ, აქამდე მინისტრის აპარატში შედიოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ორი წარმომადგენელი ეროვნულ-ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი, სამმართველოების შვიდი უფროსი, 14 მთავარი სპეციალისტი, 11 უფროსი სპეციალისტი, მინისტრის ერთი აღმასრულებელი თანაშემწე, მინისტრის მოადგილის სამი აღმასრულებელი თანაშემწე, ერთი მთავარი ბუღალტერი, ერთი საქმეთა მმართველი, ერთი სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის მოადგილეების ოთხი თანაშემწე.

მთავრობის ახალი დადგენილებით კი, აპარატი დაკომპლექტებული იქნება თავად მინისტრისგან, მისი ერთი მოადგილისგან, ერთი თანაშემწისგან, სამი დეპარტამენტის უფროსებისაგან, ოთხი სამმართველოს უფროსებისგან, ექვსი მთავარი მრჩეველისგან, ორ მრჩეველისგან, მინისტრის ერთი აღმასრულებელი თანაშემწისგან, მინისტრის პირველი მაოდგილის ერთი თანაშემწისგან, ერთი ბუღალტერისგან და ერთი საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორისგან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები